სირიაში ვითარება ისევ დაძაბულია

სირიაში ვითარება ისევ დაძაბულია

413454
სირიაში ვითარება ისევ დაძაბულია

სირიაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად წინასწარი მონაცემებით 6 ბავშვი მთლიანობაში კი 23 ადამიანი დაიღუპა. საჰაერო თავდასხმა დედაქალაქ დამასკოს მახლობლად ერთ-ერთ ბაზარზე განხორციელდა. სავადმყოფოებიდან გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულთა უმრავლესობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც დაღუპულთა რიცხვის გაზრდის საშიშროება ისევ არსებობს. სირიის შეიარღებული ძალების მიერ გავრცელებული განცხადებით ისენი ალეპოში ელ-ნუსრას დაჯგუფებაზე ოპერაციებს აგრძელებენ და ამტკიცებენ, რომ მათი ალყაში მოქცევა შესძლეს. მეორეს მხრივ ტერორგანიზაცია DEAŞ-ის მიერ გასული წლის თებერვლის თვეში ქალაქ ჰასექედან გატაცებული 220 ქრისტიანი სირიელიდან 37 განთავისუფლებულ იქნა. გავრცელებული ინფორმაციით ეკლესიამ მათ გამოსასყიდი გადაუხადა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები