უკრაინა მძევალთა გაცვლა

მძევალთა გაცვლით, თავისუფლებაში იქნა გაშვებული უკრაინის 9 ჯარისკაცი და 11 პრო რუსი

360367
უკრაინა მძევალთა გაცვლა

 უკრაინის აღმოსავლეთით პრო რუს სეპარატისტებს და მთავრობასთან დაკავშირებულ ძალოსნებს შორის გაიმართა მძევალთა გაცვლა.
წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტის უფლებამოსილთა მეთვალყურეობით ლუგანსკი სჩასტიეს დასახლებასთან ჩატარებული მძევალთა გაცვლით თავისუფლებაში იქნა გაშვებული უკრაინის 9 ჯარისკაცი და 11 პრო რუსი.
გაცვლა მოხდა მებრძოლი მხარეების გამყოფ ხიდზე და საყურადღებო იყო ის, რომ მძევლების გაცვლა და განთავისუფლება მოხდა იქვე, იმავე დროს.
ამავდროულად, ქვეყნის აღმოსავლეთის კრიზისის მოწესრიგებისთვის მინსკის საკონტაქტო ჯგუფის დაქვემდებარებაში შექმნილი ჰუმანიტარული ქვე-კომიტეტის უკრაინის წარმომადგენელმა ირინა გერაშენკომ განცხადება გაავრცელა ერთ-ერთ სოციალური გაზიარების საიტში. აღნიშნა, რომ ჯერ ისევ 139 უკრაინელი მძევალია სეპარატისტების ხელში. არავითარი ინფორმაცია არ ისმის 188 უკრაინელის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, პრო რუს სეპარატისტებს და უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ძალებს შორის 2014 წელში წარმოქმნილ შიდა ომში დაიღუპა 8 ათასზე მეტი ადამიანი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები