ეგვიპტე გვირაბი ღაზასთან

ერთობლივი მუშაობით, 12 ახალი გვირაბი აღმოაჩინეს ღაზის საზღვარზე და დაანგრიეს.

359132
ეგვიპტე გვირაბი ღაზასთან

ეგვიპტის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მესაზღვრეებმა, ინჟინრებთან ერთობლივი მუშაობით, 12 ახალი გვირაბი აღმოაჩინეს ღაზის საზღვარზე და დაანგრიეს. დაკავებულ იქნენ ხსენებული გვირაბის გამოყენებით გადასვლის მოსურნე პალესტინელები.
ისრაელის ბლოკადის ქვეშ მყოფ ღაზაში, დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში ჰამასის მოსვლის შემდეგ, 2007 წელში გადაიკეტა ეგვიპტე-ღაზას შორის რეფაჰის სასაზღვრო კარი, რის შემდეგაც პალესტინელებმა, ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, მიმართეს გვირაბებს.
ღაზა-ეგვიპტის გვირაბებიდან ხდებოდა კვების პროდუქტების ჩათვლით, წამლების, ცოცხალი ცხოველების, ხალხის მოთხოვნილებისთვის საჭირო ყველანაირი მასალის და საწვავის გადატანა.
ეგვიპტეში, 2013 წლის 3 ივლისის გადატრიალების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა სამხედრო რეჟიმმა გადაკეტა პალესტინელების სასიცოცხლო მნიშვნელობის გვირაბების დიდი ნაწილი.
უკანასკნელად კი ეგვიპტემ ღაზის საზღვარზე დააგო დიდი წყლის მილები და დაიწყო მასში ზღვის წყლის დატუმბვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები