კვიპროსის ლიდერები ბუფერულ ზონაში შეხვდნენ ერთმანეთს

შეხვედრას ბან კი მუნის წარმომადგენელიც ესწრებოდა

391991
კვიპროსის ლიდერები ბუფერულ ზონაში შეხვდნენ ერთმანეთს



ერთთვიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის ლიდერები მუსტაფა აქინჩი და ნიკოს ანასტასიადისი გაეროს შუამავლობით კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს ბუფერულ ზონაში და ამ 4 საათიან პირისპირ შეხვედრას გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კუნძულ კვიპროსზე ესპენ ბარტ აიდიც ესწრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კუნძულის თურქული მხარის ლიდერმა აქინჩიმ თქვა, რომ ორივე მხარის ლიდერი ყველაფერს აკეთებს, რათა მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

მისივე თქმით ამჟამად მხარეების პოზიციები არ ემთხვევა ორ სახელმწიფოებრიობის და ქონების საკითხებში და ამიტომ მიმდინარე მოლაპარაკებებში ჯერ ჯერობით მთავარ ყურადღებას ამ საკითხებზე ამახვილებენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები