მიგრანტები ფინელებსაც არ უნდათ

მათ ავტობუსებს ქვები დაუშინეს

392355
მიგრანტები ფინელებსაც არ უნდათ



სირიელი ლტოლვილებისადმი ფიზიკური შეურაცხყოფისა და დამცირების მიმყენებელ ევროპულ სახელმწიფოებს ფინეთიც შეემატა.

უცხოური პრესის განცხადებით ფინეთის ქალაქ ლაჰტიში 40-მდე ახალგაზრდამ ქვების დაუშინა იმ ავტობუსს, რომელსაც ლტოლვილთა ცენტრში გადაჰყავდა სირიელი მიგრანტები, ხოლო ამის პარალელურად ისინი ქსენოფობიურ სლოგანებს გაიძახოდნენ.

რომ არა პოლიცია, ალბათ კიდევ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია.

ამავე ცნობებით ფინეთის ქალაქ კუვოლაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკს კი აალებადი ბოთლი ესროლეს.

ფინეთის ხელისუფლებამ მკაცრად დაგმო ეს ფაქტები და რასისტებს გონიერებისაკენ მოუწოდა.

ფინეთს შეაღწია 13 ათასამდე ლტოლვილმა და ისინი აქედან შვეციაში გადადიან


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები