მორიგი ტერაქტი ჰასექში

დაიღუპა 20 ადამიანი

349530
მორიგი ტერაქტი ჰასექში



სირიიდან მიღებული ცნობებით ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჰასექში ბომბით დატვირთული ავტომანქანებით 2 აფეთქება მოხდა, რასაც 20 კაცი შეეწირა, 40 დაიჭრა.

ამ ქალაქზე კონტროლი აქვს როგორც სირიის სამთავრობო ძალებს, ასევე ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებთაც ებრძვის და ხშირად ესხმის თავს ისლამური სახელმწიფო და ამიტომ ამ თავდასხმასაც მათ აბრალებენ.

დღევანდელი თავდასხმა ქურთების კონტროლირებად რეგიონში მოხდა.

დაღუპულებს შორის ერთი ქალია 2 ბავშვთან ერთად.

ქალაქი ჰასექი ზაფხულამდე ისლამური სახელმწიფოს ხელში იყო, თუმცა ივლისის თვეში ქურთების და სირიის არმიის კონტროლქვეშ გადავიდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები