სირია-ლიბანის საზღვარზე მორატორიუმი გამოცხადდა

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 48 საათს გასტანს

323742
სირია-ლიბანის საზღვარზე მორატორიუმი გამოცხადდა


სირიის ლიბანის მოსაზღვრე ზაბადანის დასახლებაში და იდლიბის რეგიონში შემავალ 2 შიიტურ დასახლებაში ჰუმანიტარული დახმარებების შეტანის მიზნით სირიის შეიარაღებულ ძალებსა და ოპოზიციურ აჰრარ უს შამის დაჯგუფებას შორის 48 საათიანი მორატორიუმი გამოცხადდა, ხოლო ამის პარალელურად მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სხვა საკითხებზეც.

მორატორიუმის დროს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პირების ევაკუაცია მოხდება, ხოლო ამის პარალელურად ხსენებულ დასახლებებს კვების პროდუქტები, წყალი და მედიკამენტები მიეწოდებათ.

მიღებული ცნობებით მორატორიუმის მიღებაში შუამავლის როლი შეასრულა ირანის დელეგაციამ.

ჰასექის ოლქში კი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში სირიის არმიასთან გაერთიანდნენ ქურთული და ასირიული დაჯგუფებები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები