ჩრდილოეთ კვიპროსში სამშვიდობო მოძრაობის 41-ე წლისთავი აღნიშნება

ზეიმში ერდოღანიც მიიღებს მონაწილეობას

382642
ჩრდილოეთ კვიპროსში სამშვიდობო მოძრაობის 41-ე წლისთავი აღნიშნება


დღეს ჩრდილოეთ კვიპროსში სამშვიდობო მოძრაობის 41-ე წლისთავი აღნიშნება და ანკარის სახელით საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ამ ქვეყანას ეწვია თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ისმეთ ილმაზი, რომელსაც პირველი შეხვედრა მას ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჩიმ მოუწყო.

საუბრის დროს ილმაზმა მიულოცა ჩრდილოეთ კვიპროსელ თურქებს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნა, რომ როგორც ადრე და ახლა, თურქეთი მომავალშიც გვერდით ედგომება კვიპროსელ თურქებს და მათ ბედის ანაბარა არ მიატოვებთ.

სამხრეთ კვიპროსთან მიმდინარე მოლაპარაკებების შეფასებისას, ილმაზმა მისი მოკლე დროში და წარმატებით დასრულება ისურვა, რათა კუნძულზე საბოლოო და სამუდამო მშვიდობა დამყარდეს.

აქინჩიმ მადლობა გადაუხადა ანკარას თანადგომისათვის და თქვა, რომ სამშვიდობო პროცესის წარმატებით დასრულებისათვის ყველაფერს გააკეთებენ.

დღეს შუადღის შემდეგ ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვევა და საზეიმო ღონისძიებებს შეუერთდება ასევე თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები