ჩრდილოეთ კვიპროსის თ.რ. მთავრობა გადადგა

პრემიერი ახალი მთავრობის შექმნამდე დარჩება პოსტზე

330803
ჩრდილოეთ კვიპროსის თ.რ. მთავრობა გადადგა


როგორც განაცხადა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ოზქან იორგანჯიოღლუმ, ორი პარტიის, რესპუბლიკური თურქული და დემოკრატიული პარტიების კოალიციისგან შემდგარი მთავრობის გადადგომის თაობაზე განცხადება წარუდგინა პრეზიდენტ მუსტაფა აქინჩის.

ეს მთავრობა 2013 წლის აგვისტოდან მოქმედებს, მაგრამ, პრემიერის პარტიაში გენერალური მდივნის ცვლილების გამო, ქვეყნის კანონებით ახლა ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას.

პრეზიდენტ მუსტაფა აქინჩის განცხადებით, იგი ჯერ პარტიების ლიდერებს ცალ ცალკე შეხვდება, შემდეგ კი, პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტიის ერთ ერთ დეპუტატს დაავალებს ახალი მთავრობის შექმნას.

პრეზიდენტმა პრემიერს ახალი მთავრობის შექმნამდე პოსტზე დარჩენა სთხოვა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები