ისლამური სახელმწიფო უკან იხევს

ისინი ანტიკურ ქალაქ პალმირას განადგურებით იმუქრებიან

315579
ისლამური სახელმწიფო უკან იხევს


სირიიდან გავრცელებული ინფორმაციებით ქვეყნის ჩრდილოეთში გრძელდება ქურთული შეიარაღებული ფორმირებების წინსვლა და ამის გამო უკან იხევენ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებები.

ქურთებმა გუშინდელი იერიშების შედეგად ISIS წაართვეს ქალაქ რაკკის მახლობლად მდებარე ერთი სამხედრო ბაზა, რის საპასუხოდაც ბოევიკებმა აქვე ახლოს მდებარე ანტიკურ ქალაქ პალმირაში, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის სიაში შედის, მრავალ ადგილას ასაფეთქებლები დაამონტაჟეს და ახლა ამ ქალაქის მთლიანი განადგურებით იმუქრებიან.

სირიიდან მიღებული ერთი სხვა ინფორმაციით ესადის რეჟიმის კუთვნილმა სამხედრო შვეულმფრენმა ქალაქ ალეპოს საად ელ ენსარის სახელობის მეჩეთის მახლობლად, რომელიც ოპოზიციური სირიის თავისუფალი არმიის კონტროლქვეშაა, ვაკუუმის ბომბი ჩამოაგდო, რასაც 15 კაცი ემსხვერპლა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები