აშშ რაკეტებს მიჰყიდის ეგვიპტეს

ეგვიპტის არმია რაკეტებს ტერორისტების წინააღმდეგ გამოიყენებს

233675
აშშ რაკეტებს მიჰყიდის ეგვიპტეს


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თანხმობა განაცხადა ეგვიპტისათვის 57 მილიონი დოლარის ღირებულების Hellfire II ტიპის რაკეტების და მასთან დაკავშირებული ნაწილების თუ აღჭურვილობის მიყიდვაზე.

ეს მხარდაჭერა განხორციელდება სასწავლო და ლოგისტიკური დახმარების ფარგლებში.

შეთანხმების მიხედვით ხსენებულ რაკეტებს ეგვიპტის არმია გამოიყენებს სინას ნახევარკუნძულზე თავშეფარებული ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ახლა, მომავალი 30 დღის განმავლობაში თუ კონგრესი არ შეეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას, მაშინ, მისი ავტომატური განხორციელება მოხდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები