კვიპროსის შელფიდან საბურღი გემები გავიდნენ

შეიძლება სამშვიდობო პროცესი განახლდეს

289245
კვიპროსის შელფიდან საბურღი გემები გავიდნენ


ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ კუნძულის დაპირისპირებულ მხარეებს შორის ამჟამად არსებული ყველაზე დიდი პრობლემა, ბერძნული და თურქული ნავთობისა და ბუნებრივი აირის საძიებო გემების კუნძულის შელფიდან გასვლა მოგვარდა, რითაც არავითარი წინააღმდეგობა აღარ დარჩა მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის განახლების საკითხში.

“თუ ბერძნული მხარე უმოკლეს ხანში დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას, მაშინ, ეს მოლაპარაკებები დარჩენილი ადგილიდან გაგრძელდება და თურქული მხარე ყველაფერს იღონებს მოლაპარაკებების წინსვლისათვის“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში.

ახლა ორივე მხარე მოლაპარაკებების დაწყების თარიღის გამოცხადებას დაელოდება.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც ბერძნულმა მხარემ ცალმხრივად დაიწყო კუნძულის შელფში ნავთობისა და გაზის ძიება, რასაც ადეკვატური ნაბიჯი მოჰყვა თურქული მხარიდანაც


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები