თურქული დელეგაცია ახალციხეს ეწვევა

ვიზიტი 25-27 მარტს შორის შესდგება

275324
თურქული დელეგაცია ახალციხეს ეწვევა


უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და თურქების მონათესავე ხალხების ორგანიზაციის თავჯდომარე კუდრეთ ბულბული და მისი თანმხლები დელეგაცია 25-27 მარტს შორის საქართველოს ეწვევიან რა, ამ ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს პირველ დღეს შეხვედრები ექნებათ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძესთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარისთან და თურქეთ-საქართველოს ბიზნესმენთა საზოგადოებასთან.

მეორე დღეს თურქი სტუმრები ახალციხის რეგიონს მოინახულებენ და ჯერ ამ რეგიონის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს შეხვდებიან, შემდეგ კი საქართველოს ახალგაზრდების დახმარების და განათლების ფონდის წევრებს.

ვიზიტის მესამე დღეს თურქები კვლავ თბილისში დაბრუნდებიან და აქ ჯერ იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრს, შემდეგ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ცენტრ TİKA-ს ეწვევიან.

თურქული დელეგაცია საქართველოს მუსლიმანთა შეიხს რამინ იგიდოვს თბილისის მეჩეთში შეხვდებიან, ხოლო ბოლო მოლაპარაკებები საქართველოს რელიგიურ საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძესთან ექნებათ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები