ისრაელში 17 მარტს საპარლამენტო არჩევნებია

საანკეტო გამოკითხვებით ლიკუდი მეორე ადგილს დაიკავებს

263786
ისრაელში 17 მარტს საპარლამენტო არჩევნებია


ერთი კვირაღა დარჩა ისრაელის 17 მარტის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდის და საანკეტო გამოკითხვებით შრომის პარტიისა და ჰატნუაჰის პარტიის ბლოკი 120 სავარძლიან კნესეტში 26 დეპუტატს გაიყვანს.

ამავე საანკეტო გამოკითხვით ამჟამინდელი პრემიერის ნეთანიაჰუს ლიკუდ პარტია 22 სავარძელს მოიპოვებს.

ისრაელში სამთავრობო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნეთანიაჰუმ 6 მინისტრი მოხსნა და პარლამენტიც დაითხოვა.

ეს იქნება ისრაელის სახელმწიფოს შექმნის აქეთ რიგით მე-20 არჩევნები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები