თალიბანმა პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელა

თალიბანის მილიტანებმა ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია სარი პულში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელეს

227869
თალიბანმა პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელა

თალიბანის მილიტანებმა ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია სარი პულში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელეს.

სარი პულის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ენაიათულა ჰაბიბიმ განაცხადა, რომ მილიტანების თავდასხმას შეტაკება მოჰყვა. რამდენიმე საათიანი ბრძოლების დროს 3 მილიტანი იქნა მოკლული, 6 კი დაიჭრა.

მომხდართან დაკავშირებით თალიბანს განცხადება არ გაუვრცელებია.

ამავდროულად, ჩრდილოეთში მდებარე ჯევიზჯანის პროვინციაში თალიბანის მიერ გზაზე ჩადებული 13 ნაღმი იქნა გაუვნებელყოფილი.

დაახლეობით ერთი კვირის წინ კი სარი პულუს ცენტრთან ახლოს შირემჰას რეგიონში მილიტანებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარ შეტაკებას 10 ადამიანი ემსხვერპლა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები