ქურთული რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბარზანი

ნავთობის სხვა სავაჭრო შეთანხმებებისთვის უნდა წარმართოს სხვა შეხვედრები.

221707
ქურთული რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბარზანი

ერაყის ქურთული რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრი ნეჩირვან ბარზანი, ბუნებრივი რესურსების მინიტრ აშტი ჰავრამთან ერთად ანკარას ეწვევა.
ბარზანის დღის წესრიგშია ნავთობის ვაჭრობა თურქეთთან.
ამ ორეულს კვირის დასაწყისში შეხვედრები ჰქონდათ ბაღდადშიც, რის შემდეგაც ბარზანის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დეკემბერში, ბაღდადის ხელისუფლებასთან ხელმოწერილ შეთანხმებას თვითონ შეეგუვნენ, მაგრამ მოპირდაპირე მხარე არ შეეგუა ამიტომაც შეხვედრით ვერ იქნა შედეგი მიღწეული.
შეთანხმებით, რეგიონულ ხელისუფლებას ბაღდადისთვის უნდა მიეცა 550 ათასი ბარელის ნავთობი, სანაცვლოდ კი, თვითონ ბიუჯეტიდან კონსტიტუციაში ნაჩვენები 17 %-ის წილი უნდა მიეღო.
ბარზანის განცხადებით იმის გამო, რომ არ მიიღო ხსენებული წილი, ნავთობის სხვა სავაჭრო შეთანხმებებისთვის უნდა წარმართოს სხვა შეხვედრები.
შეხვედრაზე მოსალოდნელია ტერ-ორგანიზაცია DAİŞ-ის საფრთხის წინააღმდეგ ზომების ჩაყენებაც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები