ისრაელმა გოლანის მთებში საბურღი სამუშაოები დაიწყო

მან ეს ტერიტორია 1967 წელს დაიპყრო

221024
ისრაელმა გოლანის მთებში საბურღი სამუშაოები დაიწყო


ისრაელმა გოლანის მთებში ნავთობის მოპოვების მიზნით საბურღი სამუშაოები დაიწყო. ისრაელის გაზეთ იერუსალიმ პოსტის ინფორმაციით აფეკის სახელწოდების ნავთობის და ბუნებრივი აირის კომპანიამ გოლანის მთებზე ნავთობის მოპოვების ნებართვა აიღო. ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ გასულ წელს ამ ფირმას ნავთობის მოპოვების უფლება შეუჩერა, მაგრამ გასული წლის 23 დეკემბერს ნებართვა ახლიდან მისცა.

მიუხედევად ნებართვისა, გარემოსდაცვითი ჯგუფების პროტესტიდან გამომდინარე, სამუშაოები ვერ განახლდა. 1967 წელს ექვს დღიანი ბრძოლის შედეგად ისრაელმა სირიის კუთვნილი გოლანის მთები დაიპყრო, მანვე 1981 წელს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით ამ ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.

გოლანის მთები სირიის და ისრაელს შორის არსებული სტრატეგიული ტერიტორიაა. ისრაელისთვის კი ეს მთები წყლის რესურსების და ნავთობის რეზერვების თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია.

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო ისრაელს ამ ტერიტორიაზე უფრო თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა ეძლევა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები