საბერძნეთის ახალი პრემიერი ციპრასი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტ

ალექსის ციპრასი დღეს სამხრეთ კვიპროსში, სამშაბათს იტალიაში, ოთხშაბათს კი პარიზსა და ბრიუსელში ჩავა

206029
საბერძნეთის ახალი პრემიერი ციპრასი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტ

საბერძნეთის ახალი პრემიერი ციპრასი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით სამხრეთ კვიპროსში ჩავა.

ალექსის ციპრასი დღეს სამხრეთ კვიპროსში, სამშაბათს იტალიაში, ოთხშაბათს კი პარიზსა და ბრიუსელში ჩავა.

ციპრასი კვიპროსის პროგრამის ფარგლებში ნიკოს ანასტასიადის შეხვდება, სიტყვით გამოვა სამხრეთ კვიპროსის პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე და ასევე შეხვედრას გამართვას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ევროპაში კი ალექსის ციპრასი იტალიის პრემიერმინისტრს მატეო რენცის, საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და ევროპის კომისიის თავმჯდომარეს ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება და მათ დავალიანების საკითხზე საბერძნეთის ახალი მთავრობის მოსაზრებებს გააცნობს.

ციპრასი ევროპაში ვიზიტის ფარგლებში საერთო გზის გამონახვისათვის ევროპელ ლიდერებს მთავრობის ახალი ეკონომიკური პაკეტის მომზადებისათვის დროის მიცემას სთხოვს.

ციპრასის მიმართ მიმართვა გაავრცელა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს პრეზიდენტმა დერვიშ ეროღლუმ და განაცხადა, რომ ციპრასმა ქვეყნისა და რეგიონის სამშვიდობო პროცესში წვლილის შესატანად კვიპროსის პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებები უნდა შეიტანოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები