საბერძნეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტობის კანდიდატმა სტავროს დიმასმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.

152645

პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრაში 295 დეპუტატიდან დიმასს მხარი 160-მა დაუჭირა, 135-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

სტავროს დიმასს გამარჯვებისათვის 200 ხმა სჭირდებოდა.

დიმასი, რომელსაც მხარს უჭერს კოალიციური მთავრობის შემქმნელი ახალი დემოკრატიისა და პასოკის პარტიები და ზოგი მაჟორიტარი დეპუტატი, კენჭისყრაში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი გახლავთ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს ჩატარდება.

საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები