ISIS-ის წინსვლა შეჩერებულია

საერთაშორისო კოალიციის თანახმად, ISIS-ის წინსვლა სირიასა და ერაყში შეჩერებულია.

136887
ISIS-ის წინსვლა შეჩერებულია

საერთაშორისო კოალიციის თანახმად, ISIS-ის წინსვლა სირიასა და ერაყში შეჩერებულია.

ბრიუსელში შეკრებილი ამერიკის ლიდერობით კოალიციის 60 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამია: „ISIS-ის წინაღმდეგ გლობალურმა ბრძოლამ შედეგის მოტანა დაიწყო. მთლიანად სირიასა და ერაყში ISIS-ის წინსვლა შეჩერებულია“.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია: „ISIS-ის წინააღმდეგ წარმატებულ მობილიზაციას დრო და მდგრადი, ერთობლივი და კოორდინირებული ჩარევა დასჭირდება“, რაზეც შეთანხმებას მიაღწიეს.

ერთობლივ დეკლარაციაში კოალიციის წევრი ზოგი ქვეყანა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ISIS-ის ბოლომდე დამარცხებისათვის საჭიროა სახმელეთო ოპერაცია და სირიის რეჟიმის, ISIS-ისა და ელ ნუსრას წინააღმდეგ მებრძოლი ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერის გაზრდის მოწოდება გააკეთეს.

დეკლარაციაში თურქეთს, ლიბანს, იორდანიას და ერაყს სირიელი დევნილების მიმართ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისათვის მადლობა გადაუხადეს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დახმარების გაზრდისაკენ მოუწოდეს.

კოალიციის ქვეყნები ყველაზე გვიან 6 თვეში მინისტრთა დონეზე შეხვედრის ჩატარების და ვითარების შეფასების საკითხზე შეთანხმდნენ.

ამავე დროს აშშ-მა და კოალიციის ძალებმა სირიასა და ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ ბოლო 3 დღეში 25 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები