საერთო პროგრამა თურქული სამყაროსთვის

თურქული საბჭოს განათლების მინისტრების შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქოში

209381
საერთო პროგრამა თურქული სამყაროსთვის


თურქული საბჭოს განათლების მინისტრებმა დაასრულეს მუშაობა საერთო ისტორიის წიგნებთან დაკავშირებით ...
გეოგრაფიის და ლიტერატურის წიგნებთან დაკავშირებით მუშაობა კი დასრულდება 2015 წლის აპრილში.
თურქული საბჭოს განათლების მინისტრების შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქოში.
თურქეთს წარადგენდა ქვეყნის ეროვნული განათლების მინისტრი ნაბი ავჯი, რომელმაც გაავრცელა თურქული საბჭოს განათლების მინისტრების შეკრების შედეგები.
აღნიშნა, რომ პირველ რიგში დასრულდა საერთო ისტორიის წიგნზე მუშაობა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს 1500 წლამდე ისტორიის, წევრი ქვეყნების სკოლებისთვის ჯერ არჩევანის, შემდეგ კი სავალდებულო სახით შემოღებას. ამავე სახით მუშაობა შემდეგ დაწესდება გეოგრაფიის და ლიტერატურისთვის. წინამდებარე პროცესში მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები გამოცხადდება თურქეთს, აზერბაიჯანს, ყირგიზეთს, თურქმენეთს და ყაზახეთს შორის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები