აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიწყო თურქეთის კულტურის დღეები

ამ მიზნით ბაქოში იმყოფება კულტურის და ტურიზმის მინისტრი ომერ ჩელიკი.

203662
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიწყო თურქეთის კულტურის დღეები

კულტურის და ტურიზმის სამინისტროს ინიციატივით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიწყო თურქეთის კულტურის დღეები.
ამ მიზნით ბაქოში იმყოფება კულტურის და ტურიზმის მინისტრი ომერ ჩელიკი. ღონისძიება დაიწყო აზერბაიჯანის აწ განსვენებული ექს პრეზიდენტის ჰაიდარ ალიევის მემორიალის მონახულებით, სადაც დააწყვეს მიხაკების თაიგულები. ომარ ჩელიკი შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ებულფეზ კარაევს.
შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. კულტურის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაზრდის მიზნით საჭიროდ იქნა მიჩნეული სამუშაო ჯგუფის შექმნა, ენერგო პროექტებისთვის კულტურული განზომილების მიცემა და ამ მიზნით ერთობლივი მუშაობა.
კულტურის მინისტრებმა მოინახულეს ხალიჩების მუზეუმი.
კვირეული დაიწყო ჰაიდარ ალიევის ცენტრში გამართული მიღებით.
დიდი დაინტერესება გამოიწვია სტამბოლის თურქულმა ანსამბლმა მეჰთერმა, თურქული ხალხური ცეკვების შოუმ და ხალხური მუსიკის კონცერტმა. თურქული კულტურის კვირეული გაგრძელდება 27 ნოემბრამდე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები