დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთს შორის

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, სამხედრო ოპერაცის წამოწყების შემთხვევაში პასუხი დამანგრეველი იქნება

193507
დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთს შორის


აზერბაიჯანის მიერ საზღვრის დამრღვევი შვეულმფრენის ჩამოგდების შემდეგ სომხური მხარის მუქარის შემცველ განცხადებებზე აზერბაიჯანმა პასუხის გაცემა არ დააყოვნა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის მიერ რაიმე სახის სამხედრო ოპერაცის წამოწყების შემთხვევაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პასუხი გამანადგურებელი იქნება. აქვე ასევე ნათქვამია: „სომხური მხარის მიერ რაიმე სახის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დარტყმა დამანგრეველი ეფექტის მქონე და გამანადგურებელი იქნება და ეს მათი გონებიდან დიდი ხნის მანძილზე არ ამოიშლება“.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები