ესადის რეჟიმი ისევ თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას

ესადის რეჟიმი ისევ თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას

175130
ესადის რეჟიმი ისევ თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას


ესადის რეჟიმი კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი მოსახელობის ხოცვას.

სირიის კუთვნილი ვერტმფრენებიდან იდლიბში აბიდინის კარვების ქალაქში, სადაც იძულებით გადაადგილებულები აფარებენ თავს, ე. წ. ბარელის ბომბები ჩამოყარეს. აღნიშნულის შედეგად მინიმუმ 75 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. დაშავებულები რეგიონში განთავსებულ საველე ჰოსპიტალებში გადაიყვანეს. შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ თავდასხმის გამო „შეძრწუნებულები“ არიან და ეს თავდასხმა რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლო სასტიკი თავდასხმაა.

სირიის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰუმუსში კი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად მინიმუმ 37 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები