ISIS-ის ბოევიკები ქობანის ცენტრისაკენ მიიწევენ

მათ სტრატეგიული გორები და გარეუბნები უკვე აიღეს

150611
ISIS-ის ბოევიკები ქობანის ცენტრისაკენ მიიწევენ


სირიიდან მიღებული ცნობებით ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებსა და სირიელ ქურთთა შეიარაღებულ ფორმირებებს შორის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს თურქეთის საზღვრებთან მახლობელ ქალაქ აინ ელ არაბის, იგივე ქობანისათვის და ბოევიკებმა სტრატეგიული გორები და გარეუბნები აიღეს რა, ქალაქის ცენტრისაკენ მიიწევენ და ალბათ უახლოეს ხანებში აიღებენ კიდეც სირიელ ქურთთა უკანასკნელ ციხე სიმაგრეს.

ისლამური სახელმწიფოს ამ აგრესიის შეჩერების მიზნით ამერიკულმა ბომბდამშენებმა კიდევ განახორციელეს თავდასხმები ISIS პოზიციებზე და საკმარისი დანაკარგებიც განაცდევინეს, თუმცა ამანაც ვერ შეაჩერა ბოევიკების წინსვლა.

ქობანიდან გაქცეულ მშვიდობიანი მოსახლეობა კი თურქეთს აფარებს თავს და ამასთან დაკავშირებით როგორც განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატის პრეს წარმომადგენელმა ადრიან ედვარდსმა, თურქეთს უკვე კიდევ 172 ათასმა სირიელმა ქურთმა შეაფარა თავი და სირიელ ლტოლვილთა საერთო რაოდენობამ თურქეთში მილიონ ნახევარ კაცს გადააჭარბა რა, ამით ანკარამ ნამდვილი ჰუმანიზმი გამოიჩინა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები