ბაღდადი ტერაქტებმა მოიცვა

დაიღუპა 29 კაცი

131591
ბაღდადი ტერაქტებმა მოიცვა



ერაყის დედაქალაქი ბაღდადი კვლავ მოიცვა ტერაქტებმა და გუშინდელ რამდენიმე ტერაქტს მთლიანობაში 29 კაცი ემსხვერპლა, 71 დაიჭრა.

თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ“ იუწყება რომ პირველი აფეთქება ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთში, ელ-ამილის რაიონში მდებარე კაფესთან მოხდა და აქ 3 კაცი დაიღუპა, 11 დაიჭრა.

ბაღდადის ჩრდილეოთში მდებარე ქაზიმიეს რაიონში აფეთქება ბომბით დატვირთული ავტომქნქანით მოხდა და აქ 21 კაცი დაიღუპა. 2 კაცი ემსხვერპლა სელამის უბანში განხორციელებულ ტერაქტს და ბოლო აფეთქებისგა 3 კაცი დაიღუპა კირეათის უბანში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები