კვიპროსის მოლაპარაკებები გრძელდება

გუშინ ლიდერების შეხვედრა გაიმართა

129159
კვიპროსის მოლაპარაკებები გრძელდება



გაეროს შუამავლობით გრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსს შორის და მის ფარგლებში გუშინ ბუფერულ ზონაში მდებარე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის კუნძულ კვიპროსზე ლიზა ბუტტენჰეიმის ოფისში მორიგი პირისპირი შეხვედრა მოეწყო დერვიშ ეროღლუს და ნიკოს ანასტასიადს შორის და ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე გაეროს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა მრჩეველმა კვიპროსის საკითხებში ესპენ ბარტჰ ეიდემ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა და ამიტომ მხარეებს რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ.

მიღწეული შეთანხმებით ლიდერებს შორის უახლოეს დღეებში ახალი შეხვედრა გაიმართება და მასში თურქული და ბერძნული დელეგაციებიც მიიღებენ მონაწილეობას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები