თურქ მესხებს თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე

თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, მეჰმედ გორმეზი, გუშინ საქართველოს დედაქალაქ თბილისს ეწვია

125387
თურქ მესხებს თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე

თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, მეჰმედ გორმეზი, გუშინ საქართველოს დედაქალაქ თბილისს ეწვია, სადაც მან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

გორმეზმა პირველი შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან გამართა. შეხვედრის ბოლოს კი ერთობლივი განცხადება გაკეთდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვერც ერთ ტერორისტულ და ძალადობრივ აქტს კავშირი ვერ ექნება რელიგიასთან.

მეჰმედ გორმეზმა ასევე მოინახულა თურქი მესხები. გორმეზი თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელი გახდა, რომელიც საქართველოში თურქ მესხებს შეხვდა.

შეხვედრაზე გორმეზმა აღნიშნა: „ჩვენი მოვალეობაა ისტორიის მანძილზე განცდილი ტკივილები მოვიშუშოთ და გზა ისე გავაგრძელოთ. ღმერთს ვთხოვ ნურავინ გახდება იძულებული თავისი მიწა დატოვოს და სამშობლოს გარეშე დარჩეს“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები