რუსული ჰუმანიტარული კოლონა უკრაინაში შევიდა

კიევმა ეს შესვლა “თავდასხმად“ მონათლა

100857
რუსული ჰუმანიტარული კოლონა უკრაინაში შევიდა


12 დღიანი გაუგებრობებისა და მოსკოვ-კიევს შორის წარმართული აქტიური მიმოწერების შემდეგ რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების კოლონა როგორც იქნა უკრაინაში შევიდა და პირველმა ტრაილერებმა უკვე მიაღწიეს ქალაქ ლუგანსკს.

თუმცა ეს შესვლა ცალმხრივად, მოსკოვის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა, რასაც კიევის პროტესტი მოჰყვა და მან კოლონის შესვლა უკრაინაში “თავდასხმად“ მონათლა, ხოლო ამის პარალელურად საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის ამ უკანონო ქმედების დაგმობა მოსთხოვა.

ლუგანსკის უსაფრთხოების გამო რუსეთის ამ კოლონას ესკორტირება არ გაუწია წითელი ჯვრის საზოგადოებამ და ისინი ადგილამდე შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მიაცილეს.

 რუსული კოლონის თვითნებურ შესვლას უკრაინაში უარყოფითი რეაქციით შეხვდა ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი და მას ღია პროვოკაცია უწოდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები