ებრაელებმაც გააპროტესტეს ღაზაზე თავდასხმა

დემონსტრანტები რაბინის მოედანზე გამოვიდნენ

93778
ებრაელებმაც გააპროტესტეს ღაზაზე თავდასხმა



ტელ ავივის რაბინის მოედანზე 15 ათასამდე კაცი შეიკრიბა და მათ დაგმეს თავდასხმები ღაზაზე.

ამ საპროტესტო გამოსვლის მოთავე იყო ისრაელში მოქმედი მოძრაობა “ახლა მშვიდობის დროა“ და რაბინის მოედანზე ხალხი მათი მხრიდან ტვიტტერში მოწოდების შემდეგ შეიკრიბა.

“ცვლილება მხოლოდ ჩვენი შემწეობით მოვა“, ასეთი იყო მათი მთავარი სლოგანი.

ისრაელურ გაზეთ “Yedioth Ahronoth“-ის მიხედვით “მერეცის“ პარტიის თავჯდომარემ ზაჰავა გალ-ონმა ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს გადადგომისაკენ მოუწოდა. “ძალიან წარუმატებელი პრემიერი ხარ, ამიტომ უნდა დასტოვო თანამდებობა და სახლში დაბრუნდე. 5 წელია გაურბიხარ მშვიდობას და არაბების სამშვიდობო ინიციატივებიც არ მიიღე, შედეგად 64 ებრაელი ჯარისკაცი და 2 ათასამდე პალესტინელი დაიღუპა. ამით დიდი დარტყმა მიაყენე ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, თანაც არ აღიარე პალესტინის კოალიციური მთავრობაც“, განაცხადა გალ-ოლანმა, წერს ისრაელური გაზეთი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები