ისრაელმა განაახლა თავდასხმა.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა მიზანში ამოიღეს ღაზის ჯიბალიის ლტოლვილთა ბანაკი

85601
ისრაელმა განაახლა თავდასხმა.

ღაზაზე 72 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ისრაელმა განაახლა თავდასხმა.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა მიზანში ამოიღეს ღაზის ჯიბალიის ლტოლვილთა ბანაკი.
ერთ-ერთ შენობაზე განხორციელებულ თავდასხმაში დაიღუპა ერთი, დაშავდა 7 ადამიანი.
ჰან იუნუსის დასახლებაზე თავდასხმაში, დაიღუპა ერთი და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. ისრაელის შვიდი აგვისტოდან დაწყებულ თავდასხმებს შეეწირა სულ 1.917 ადამიანი, დაშავდა 10 ათასი.
დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში წარმართული თავდასხმის შემდეგ, ისრაელ-პალესტინის მხარეებს შორის 72 საათიანი ცეცხლის შეწყვეტა იყო გამოცხადებული.
ცეცხლის შეწყვეტა დასრულდა პარასკევს, 08.00 საათზე და ისრაელმა ხელახლა დაიწყო ღაზის 70 პოზიციაზე თავდასხმა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები