500-მდე იეზიდი ქალი IŞİD-ის ხელშია

ფეშმერგები მათ შეჩერებას ცდილობენ

81646
500-მდე იეზიდი ქალი IŞİD-ის ხელშია



ერაყში გრძელდება ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო ორგანიზაციის IŞİD-ის წინსვლა.

გუშინ მათ აიღეს მოსულის მახლობელი სინჯარის დასახლება, სადაც 500 იეზიდი მოკლეს, ხოლო 500 იეზიდი ქალი კი მძევლად აიყვანეს და ისინი ქალაქ ტელაფერის მახლობელ დასახლებაში გადაიყვანეს.

ამის შემდეგ რადიკალისტები თავს დაესხნენ ერბილიდან 55 კმ-ით დაშორებულ მაჰმურიეს, რომელსაც ქურთების შეიარაღებული ფორმირება “ფეშმერგე“ იცავს და ამ უკანასკნელებმა შესძლეს IŞİD-ის მილიტანების მოგერიება და 2 მათგანი მოკლეს კიდეც, რის შემდეგ მილიტანებმა უკან დაიხიეს.

მიღებული ცნობებით ფეშმერგებსა და IŞİD-ელებს შორის ამჟამად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს სოფელ მაჰმუდიესთან და ფეშმერგებს შეიარაღებული სირიელი ქურთებიც უდგანან მხარში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები