ერაყის არმია IŞİD-ის ბოევიკებს ებრძვის

გუშინ 18 ტერორისტი გაანადგურეს

119178
ერაყის არმია IŞİD-ის ბოევიკებს ებრძვის



ერაყის არმიის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციებით, ქვეყნის ჯარებმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს ელ ანბარის ვილაიეთში დაბანაკებული ერაყის და სირიის ისლამური სახელმწიფო ორგანიზაცის IŞİD-ის ბოევიკების წინააღმდეგ და აქ წარმოქმნილი შეტაკებების დროს ლიკვიდირება გაუკეთეს ხსენებული ორგანიზაციის 18 ბოევიკს და მათ კუთვნილ 5 მძიმე ტექნიკას, დაჭრეს 11, ხოლო მათთან ბრძოლაში დაიჭრა 3 ჯარისკაცი.

ქალაქ ერ-რამადის პოლიციის სამმართველოს ცნობით კი IŞİD-ის ტერორისტები თავს დაესხნენ ამ ქალაქში პოლიციის საგუშაგოს და 7 პოლიციელი მოკლეს.

როგორც ცნობილია IŞİD-ის ტერორისტებმა ერაყის მრავალი რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს და გამოაცხადეს რა ხალიფატი, გუშინ პირველად ამ ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა ხალიფად დანიშნული ებუბექირ ელ-ბაღდადის პარასკევის ქადაგება, რომელშიც იგი ამბობს, რომ მას მძიმე და მეტად საპასუხისმგებლო, მაგრამ, ამასთან მეტად კეთილშობილური და წმინდა მოვალეობა დააკისრეს რა, გააგრძელებენ ჯიჰადს ალლაჰის მტრების წინაამდეგ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები