ჯემილ ჩიჩეკი თურქეთ-მონღოლეთის დიპლომატიური ურთიერთობის 45-ე წ

მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორს.

105428
 ჯემილ ჩიჩეკი თურქეთ-მონღოლეთის  დიპლომატიური ურთიერთობის 45-ე წ

 

8. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ჯემილ ჩიჩეკი მოლაპარაკებების მიზნით, წარმომადგენლობათა ჯგუფთან ერთად ეწვია მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორს. აეროპორტში მას შეხვედრა მოუწყო თურქეთის საპარლამენტთაშორისო კავშირის თავჯდომარე აგიპარ ბაქეი. მოინახულა ქვეყნის პარლამენტი, თავის მონღოლ კოლეგასთან ენკჰბოლთან ერთად შეუერთდა საპარლამენტთაშორისო სხდომას. ხელი მოეწერა თურქეთ-მონღოლეთის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პროტოკოლს. შემდეგ მეჯლისის ორივე თავჯდომარემ ბრიფინგი გამართა ჟურნალისტებთან. გამოკვეთეს თურქეთ-მონღოლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ჯემილ ჩიჩეკმა, ულან ბატორში მისდამი გამოჩენილი ყურადღების გამო მადლობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ თურქები და მონღოლები არიან ისტორიის დიდი ერები, რომელთაც შეუქმნიათ საიმპერატორო.
ენკჰკბოლდის განცხადებით, ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 45-ე წლისთავზე ჯემილ ჩიჩეკის ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. დღის წესრიგში დგას თურქეთთან საზოგადოებრივი საბინაო მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა.
ვიზიტის ფარგლებში ჯემილ ჩიჩეკი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს თსაკჰიაგინ ელბერგდორჟს, პრემიერს ნიროვიინ ალთანგჰუაგას და შეუერთდა (TİKA)-ს მონღოლეთის პარლამენტის მოწყობილობების აღმდგენ და ბიბლიოთეკის პროექტების გახსნით ცერემონიებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები