ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანში სემინარს მართავს

97449
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანში სემინარს მართავს


ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანში სემინარი გამართა სახელწოდებით „გამოწვევები და პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში“. სემინარის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს აზერბაიჯანის ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ოქთაი ესედოვი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან, რომელთა შორისაც ასევე არიან უფლებამოსილები სომხეთიდან.

შეხვედრაზე განხილული იქნა „ყარაბაღის პრობლემის მოგვარების პროცესის“, „ყირიმის კრიზისის სამხერთ კავკასიისათვის შედეგების“, „ენერგო უსაფრთხოების“ და „ირანისა და რეგიონალური უსაფრთხოების“ თემები. მთავარი ყურადღება კი ყარაბაღის საკითხს დაეთმო. ამ თემასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსულმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ განაცხადა, რომ ყარაბაღის პრობლემა სამხედრო გზით ვერ მოგვარდება. მისივე თქმით, ეს თემა საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას. მან ასევე გააკრიტიკა სომხების საოკუპაციო პოზიცია. ჰიუ ბეილიმ დამსწრეებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული ოთხი გადაწყვეტილება შეახსენა და დასძინა, რომ სომხებმა ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის რეგიონი უმოკლეს დროში უნდა დატოვონ. ამის გამო სომეხმა წარმომადგენლებმა სემინარის ჩაშლა სცადეს. სომხეთის დელეგაციის თავმჯდომარემ კორიუნ ნაჰაპეტიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხში ერთადერთ დამნაშავედ სომხეთის წარმოდგენა შეცდომაა. მათ აზერბაიჯანულ მხარეს ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის წინადადება შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ მინსკის ჯგუფი ეუთოს მიერ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების მიზნით შეიქმნა, თუმცა თითქმის ოცი წელია ჯგუფმა რაიმე სახის კონკრეტული ნაბიჯი ვერ გადადგა.
აზერბაიჯანში მიმდინარე სემიარი ხვალ დასრულდება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები