თურქი მინისტრი ბაქოშია

იგი ილჰამ ალიევმა მიიღო

74888
თურქი მინისტრი ბაქოშია



თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ ამ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პირველი უცხოური ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში განახორციელა, სადაც მას პირისპირი შეხვედრა მოუწყო ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მიღებული ცნობებით ეს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა და განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება-გაფართოების საკითხები. შემდეგ თურქი სტუმარი და მისი თანმხლები დელეგაცია აზერბაიჯანელმა კოლეგამ რამილ უსუბოვმა მიიღო და ძირითადად ორი უწყების თანამშრომლობის, უსაფრთხოების და ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილეს. თურქი მინისტრი მიიღეს ასევე საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ქემალეტტინ ჰაიდაროვმა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ელდარ მაჰმუდოვმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები