გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 54-2023

იზნიქის კერამიკა

2036699
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 54-2023

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 54-2023        

ილქერ თაშქინ

იზნიქის კერამიკა

რეგისტრაციის თარიღი 27.12.2004 

თურქეთის ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქს, ბურსას იზნიქის რაიონს დამსახურებული რეპუტაცია აქვს თავისი ფილების წარმოებით, რომელიც აღწერილია, როგორც კერამიკული ხელოვნების მწვერვალი. 2004 წელს, იზნიქის მუნიციპალიტეტის განცხადების საფუძველზე, იზნიქის კერამიკა გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. კვარცის გარდა, ფილების პასტის წარმოებაში გამოიყენება ქვიშა, თიხა და სილიციუმი. ფილების წარმოებაში ბევრი ეტაპია, რომელიც იწყება ნიმუშის დიზაინით, გრძელდება ცომის ხის ფორმებში ჩასხმით და სრულდება გაშრობის, ნიმუშის გადატანის, შეღებვის და გამოცხობის პროცესებით. წარმოების ყოველი ეტაპი მოითხოვს ოსტატობას, რომელიც მოიცავს ხელით, ინტენსიურ  შრომას. იზნიქის კერამიკას აქვს დიდი ტექნიკური სიახლე თურქული კერამიკის ისტორიაში. მაშინ, როდესაც ჩინეთში 1300 გრადუსზე გამომწვარი კერამიკა არის გამოსაყენებლად მზად, იზნიქში 900 გრადუსზეა შესაძლებელი იგივე ხარისხის ნაწარმის მიღება. იზნიქის კერამიკა მაღალი კერამიკული ხარისხითა და ინოვაციური დიზაინით იპყრობს ყურადღებას. ფილებმა ჯერ ოსმალეთის იმპერიის მდიდარი ოჯახების ყურადღება მიიპყრო, შემდეგ კი უცხოელების გავლენით გაიტანეს ევროპის ქვეყნებში. იზნიქის კერამიკა, რომელიც გამოიყენება არქიტექტურული ნაგებობების, განსაკუთრებით მეჩეთების კედლის დასაფარად, ასევე გამოიყენება ისეთი ნივთების წარმოებაში, როგორიცაა თეფშები, ვაზები, დოქები და წყლის თასები.



მსგავსი ინფორმაციები