იმიტომ რომ 38 – 2024

ხეთები თურქების კულტურული ნათესავები არიან

2187890
იმიტომ რომ 38 – 2024

იმიტომ რომ 38 – 2024

ხეთები თურქების კულტურული ნათესავები არიან

გამარჯობათ. დღევანდელ გადაცემაში გვინდა ისტორიულ მოგზაურობაში წაგიყვანოთ. ვიწყებთ და ვამბობთ, რომ ხეთები თურქების კულტურული ნათესავები არიან იმიტომ რომ.

ხეთები წარმოადგენდნენ მძლავრ ცივილიზაციას, რომელიც მართავდა ანატოლიის უმეტეს ნაწილს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1600-1200 წლებში. კადეშის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ეგვიპტესთან კადეშის ბრძოლის შედეგად, არის პირველი წერილობითი ხელშეკრულება ისტორიაში. ხეთებს, რომელთა დედაქალაქი იყო ხათუსა ანუ ბოღაზქოის დასახლება დღევანდელ ჩორუმში, ჰქონდათ მოწინავე კულტურა და მდიდარი კულინარიული ტრადიციები. დღესდღეობით ანატოლიაში შემორჩენილია მრავალი ტრადიცია, რომელიც ხეთების კვალს ატარებს.

არქეოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული აღმოჩენები ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ხეთები ჭამასა და სასმელს. ხეთების მიერ დაწერილ ინფორმაციას შორისაა კვების წესები, მკაცრი სასჯელი მათთვის, ვინც  მას არ დაემორჩილებოდა და რეცეპტები. ხეთური სამზარეულო შედგებოდა მარცვლეულის პროდუქტებისგან, ხორცისა და სხვადასხვა მცენარისგან. დღეს მსგავსი ინგრედიენტები ფართოდ გამოიყენება ანატოლიის სამზარეულოში. ინგრედიენტები, რომლებიც ქმნიან ხეთური სამზარეულოს საფუძველს, როგორიცაა მარცვლეული და პარკოსნები, განსაკუთრებით ხორბალი, ქერი, მუხუდო და ოსპი, დღეს ანატოლიის შეუცვლელი საკვები წყაროა.

პური, რომლის ათობით სახეობა აღწერილია ხეთურ თიხის ტაბლეტებზე, დღევანდელ ანატოლიაში ერთ-ერთი ძირითადი საკვებია, როგორც ეს იყო ხეთებისთვის. ასევე ცნობილია, რომ ხეთები ზოგჯერ ხორცითა და ბოსტნეულით ავსებდნენ პურის ზოგიერთ სახეობას. დღეს კი ხეთური სამზარეულოს კვალს ატარებს თონის პურისა და ბაზლამას მსგავსი ტრადიციული პური, რომელიც განსაკუთრებით სოფლებში მზადდება. გარდა ამისა, ამ ტრადიციის გაგრძელებად გვევლინება მანთისა და ღვეზელის მსგავსი შიგთავსით ამოვსებული ცომეული.

ქაბაბის სახეობები, ქოფთე და გუვეჩი, რომლებიც დღესაც გავრცელებულია ანატოლიის სამზარეულოში, ატარებს ხეთური სამზარეულოს გავლენას. გარდა ამისა, ხეთების მიერ ხორცის არომატიზირება სხვადასხვა სანელებლებითა და მწვანილებით ითვლება ფაქტორად, რომელიც გავლენას ახდენს სანელებლების გამოყენებაზე დღევანდელ ანატოლიის სამზარეულოში. ხეთური სამზარეულოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია საზეიმო კერძები. ხეთები აწყობდნენ დიდ დღესასწაულებს რელიგიური და სოციალური ცერემონიების დროს. ამ ცერემონიებზე შეთავაზებული კერძები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სოციალური კავშირების განმტკიცებაში. ანატოლიაში ქორწილების, დღესასწაულების და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს გამართული დიდი ვახშამი ასევე შეიძლება განიმარტოს, როგორც ამ ძველი ტრადიციის ასახვა.


საკვანძო სიტყვები: #იმიტომ რომ

მსგავსი ინფორმაციები