აქტუალური თემის ანალიზი 53-2023

პრიგოჟინის მკვლელობა და მისი შესაძლო შედეგები

2031637
აქტუალური თემის ანალიზი 53-2023

აქტუალური თემის ანალიზი 53-2022-2023

პრიგოჟინის მკვლელობა და მისი შესაძლო შედეგები

ვაგნერის დაქირავებული ძალა, რომელსაც რუსეთი იყენებს საზღვრისმიღმა სამხედრო ოპერაციებში, უეცრად გავიდა უკრაინის ფრონტის ხაზებიდან, მოსკოვისკენ წავიდა და აჯანყება დაიწყო. მაშინ, როცა რუსეთის არმია სასოწარკვეთილებით უყურებდა ამ ვითარებას, პუტინი თავისი ძალაუფლების ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ბოლოს, როდესაც ვაგნერი მოსკოვს თითქმის 200 კილომეტრით მიუახლოვდა, ბელორუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩარევით შეთანხმება დაიდო, ვაგნერი გაჩერდა და უკან დაიხია. ვაგნერის აჯანყებიდან ორი თვე გავიდა და ახლა თვითმფრინავი, რომელშიც ჯგუფის ლიდერები იმყოფებოდნენ, ჩამოვარდა ან ჩამოაგდეს რუსეთის თავზე. ვაგნერის საქმე დახურულია თუ ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება? - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.     

ვაგნერის აჯანყება, რომელიც ორი თვის წინ მოსკოვის კარამდე მივიდა, პოლიტიკური მოლაპარაკებებით ჩაახშეს და პუტინმა შვებით ამოისუნთქა. თუმცა, ყველამ იცოდა, რომ ეს საქმე არ დახურულა და საბოლოოდ, მოვიდა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ხელმძღვანელობა დაიღუპა, როგორც ამას ბევრი რუსი ექსპერტი წინასწარმეტყველებდა. რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოვარდა ვაგნერის თვითმფრინავი, რომელშიც ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. თუმცა, მაშინვე გაჩნდა ეჭვები, რომ ვაგნერის კუთვნილი თვითმფრინავი შესაძლოა ჩამოაგდეს. ფაქტობრივად, კადრებში ნაჩვენებმა თვითმფრინავის „დრამატულმა დაცემამ, ჰაერში დაშლის ფორმამ და ნამსხვრევების ველის ზომამ“ აჩვენა, რომ აფეთქება მოხდა. ფრენის თვალთვალის მონაცემები მიუთითებს, რომ "Embraer Legacy 600 (RA-02795)" მოდელის კერძო თვითმფრინავი, რომელიც, როგორც ამბობენ, დაკავშირებული იყო ევგენი პრიგოჟინთან, აფრინდა დედაქალაქ მოსკოვიდან პეტერბურგისკენ, 23 აგვისტოს ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე, მაგრამ მერვე წუთზე ჰაერში დაიწვა და ვარდნა დაიწყო. რუსეთის ავიაციის უფლებამოსილები აცხადებენ, რომ რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა სიაში, გარდა ვაგნერის ბოსის ევგენი პრიგოჟინისა, იყო 9 ადამიანი, მათ შორის დიმიტრი უტკინი და ვალერი ჩეკალოვი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კომპანიის დაფინანსებაში.

კრემლმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნაში მონაწილეობდნენ პუტინი ან რუსი სამხედრო პირები და პუტინმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამძიმარს გამოთქვამდა. თუმცა არის მინიშნებები, რომ ვიდეო არაერთგვაროვან ემოციებს შეიცავს. ვაგნერის დაქირავებულმა სამხედროებმა ხომ 24 ივნისს დატოვეს უკრაინის ფრონტი, მოულოდნელად შევიდნენ რუსეთში, აიღეს ქალაქები, როგორიცაა როსტოვი და დაიწყეს მოძრაობა მოსკოვისკენ და ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, ალბათ რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც შოკირებული იყო.

ვაგნერი, რომელსაც რუსეთი კვებავდა და ზრდიდა და იყენებდა, როგორც თითქმის არაანგარიშვალდებულ კუნთოვან ძალას, ამჯერად პირდაპირ საფრთხედ იქცა მისთვის და არა რუსეთის ინტერესებისთვის.

ვაგნერის გაბედული და პირდაპირი მოსკოვზე წასვლა, ალბათ, ელიტებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამოვლინება იყო. ექსპერტებმა, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს რუსეთს, იცოდნენ, რომ სერიოზული პრობლემები იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერს შორის, რომელსაც პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა. კერძოდ, პრიგოჟინმა ბოლო დროს ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა, თავდაცვის მინისტრი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი ღალატში დაადანაშაულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომს ძალიან ცუდად მართავდნენ. 

ახლა შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა და მათ, ვინც მასთან ერთად მოქმედებდნენ, მოიგეს რუსეთში ძალაუფლების ბრძოლა ვაგნერის მაღალი რანგის ლიდერების ლიკვიდაციით. გარკვეულწილად, პუტინმა განადგურებული პრესტიჟი დაიბრუნა. თუმცა, ვაგნერის მომავალი, გამოიყენებენ თუ არა მას უკრაინის ომში და როგორი იქნება აფრიკისა და სირიის ოპერაციები, უცნობია. ცნობილია, რომ რუსეთის არმიას და დაზვერვის ელემენტებს სურთ გამოიყენონ ვაგნერი მისი ტრანსფორმირებით და კონტროლის დამყარებით, მაგრამ დრო გვიჩვენებს, ეს შესაძლებელი იქნება თუ არა. 



მსგავსი ინფორმაციები