გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 39-2024
ქასთამონუს აზდავაის სამოსი
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 39-2024
ილქერ თაშქინ
ქასთამონუს აზდავაის სამოსი
რეგისტრაციის თარიღი: 12.11.2020
„აზდავაის სამოსი“, რომელიც სახელწოდებას იღებს თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქასთამონუს პროვინციის აზდავაის რაიონიდან, არის ტანსაცმელი, რომელსაც ქსოვენ ადგილობრივი ქალები და იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებასა და განსაკუთრებულ შემთხვევებში. „აზდავაის სამოსი“, რომელიც ასახავს რეგიონის ავთენტურ წარსულს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე, 2020 წელს შეუერთდა გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიას. აზდავაის სამოსი შედგება თავზე დასახურავი ქუდისგან და „ნიკაპის თასმისგან“, რომელიც აკავებს ქუდს, „ფაჩა“ სახელწოდების შარვლისგან, „დელმე“ სახელწოდების ჟილეტისგან, ქამრისა და წინსაფრისგან. აზდავაის სამოსზე სხვადასხვა დეტალები მინიშნებას იძლევა მისი მატარებელი ქალის ოჯახურ მდგომარეობაზე და იწარმოება ხელით რაიონის სოფლებში.
სამოსის თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე იწარმოება და შემდეგ ერთიანდება დიდი ოსტატობით. ნაჭერზე სხვადასხვა ხელნაკეთი და მძივების ნახატები იქარგება, განსაკუთრებით გამორჩეულია თეთრი და წითელი ფერის მაქმანის ნაქარგები. სამოსის მთავარი ფერი წითელია, თუმცა თავსაბურავზე, ქამარსა და წინსაფარზე გამოიყენება მრავალი ფერი, მათ შორის თეთრი და შავი, ასევე მწვანე, ყვითელი და ლურჯის სხვადასხვა ტონები.
აზდავაის სამოსი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება ხის დაზგებზე, რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული პროდუქტია და თითოეული სამოსის დამზადებას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.