აქტუალური თემის ანალიზი 51 - 2023

ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ PKK-KDP-ს კონფლიქტი

2026501
აქტუალური თემის ანალიზი 51 - 2023

აქტუალური თემის ანალიზი 51 - 2023

ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ PKK-KDP-ს კონფლიქტი

 თურქეთის ბრძოლა ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს წინააღმდეგ მთელი სისწრაფით გრძელდება როგორც ქვეყანაში, ისე ერაყსა და სირიაში და ჩანს, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეებში ტერორისტულმა ორგანიზაციამ  სამიზნეში ამოიღო ერაყის ქურთული რეგიონალუირ მმართველობის უსაფრთხოების ძალები და KDP. KDP-ს ტერორგანიზაცია მისი არსებობის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.     

არჩევნების შემდეგ მალევე, სამხედრო და უსაფრთხოების ოპერაციები ტერორისტული ორგანიზაციისა და მისი ქვეკომპონენტების წინააღმდეგ სრული სისწრაფით განახლდა. უსაფრთხოების ამჟამინდელი პარადიგმის მიხედვით, სრულ ველზე ზეწოლა ხორციელდება და ცდილობენ ხელი შეუშალონ ტერორგანიზაციას სამხედრო კუთხით აღდგენასა და არსებობაში. თურქეთის მასშტაბით ჟანდარმერია და შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილები ცდილობენ გაანადგურონ განსაკუთრებით მთებში დარჩენილი PKK-ის ბოლო ელემენტები. არჩევნების შემდეგ PKK-მ გამოაცხადა, რომ იძულებულია დაასრულოდს „არაკონფლიქტური“ პერიოდი. ფაქტობრივად, ტერორგანიზაციის შესაძლებლობები ქვეყნის მასშტაბით მოქმედების განსახორციელებლად დიდი ხანია მინიმუმამდეა დაყვანილი და როგორც ჩანს, მისმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო. თურქეთის უსაფრთხოების დოქტრინა, რომელიც ეფუძნება პროაქტიურ სრულ საველე ბრძოლას, გრძელდება, შესაბამისი უსაფრთხოების ოპერაციები არჩევნების შემდეგ სულ უფრო ძლიერდება და გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადების მიხედვით, 2023 წლის 27 მაისის მდგომარეობით, თურქეთის სოფლად და მთიან რაიონებში დარჩა მხოლოდ PKK-ს  77 ელემენტი. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია წარმოადგენს თუ არა ეს რიცხვი სრულ რეალობას, ჩანს, რომ ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად დაკარგა რაოდენობა და ლოგისტიკური შესაძლებლობები.

ანალოგიურად, სამხედრო ოპერაციები გრძელდება ერაყსა და სირიაში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, თურქეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებს ოპერაციებს ერაყის ჩრდილოეთ, რათა გააფართოვოს თავისი დომინირება ამ ტერიტორიაზე. მაშინ როცა განსაკუთრებით ზაპის რეგიონში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ქვეშ KDP-სთან დაკავშირებულმა ფეშმერგეს ძალებმა თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოქმედებით ზაპის რეგიონში უფრო მეტი განლაგება დაიწყეს. სანამ PKK-ს წევრები ახორციელებდნენ ტერორისტულ თავდასხმებს ფეშმერგეს წინააღმდეგ, KCK/PKK-ს ზედა რანგის მმართველები აკეთებდნენ განცხადებებს KDP-ს ლიდერების წინააღმდეგ. PKK-მ იცის, რომ ექრმ/KDP, რომელიც მოქმედებს თურქეთთან ერთად, დიდ საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ტერორგანიზაცია ცდილობს გადააქციოს ის ტერიტორიები ტერორისტულ ცენტრად, ქალაქგარე დე ფაქტო დომინანტური ტერიტორიების შექმნით იმ ადგილებში, რომლებიც უნდა იყოს KDP-ს კონტროლის ქვეშ. ასევე ჩანს, რომ ორგანიზაცია ცდილობს რეგიონში KDP-ს დასუსტებას ირანთან, ჰაშდ ალ-შააბთან და KYB-სთან სხვადასხვა ჩართულობით. KDP კი, თავის მხრივ, ყოველ დღე სულ უფრო მეტ ნაბიჯს დგამს ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ. თუ KDP-ს სურს უზრუნველყოს სტაბილურობა საკუთარ რეგიონში, მან უნდა გადადგას უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯები თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად PKK-ს ლიკვიდაციის მიზნით. ამ კონტექსტში, როგორც ჩანს, კონფლიქტები PKK-სა და KDP/ფეშმერგას შორის უახლოეს მომავალში გამწვავდება. 


საკვანძო სიტყვები: #აქტუალური თემის ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები