„წყალი და კაცობრიობა“ 8/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 8/2020

1512927
„წყალი და კაცობრიობა“ 8/2020

 „წყალი და კაცობრიობა“ 8/2020

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

  ანატოლია არის გეოგრაფია, სადაც კაცობრიობის ისტორიის აღმნიშვნელი ცივილიზაციები მოვიდა და წავიდა ათასობით წლის განმავლობაში... ანატოლიის გეოგრაფია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებსა და სხვადასხვა კულტურებს მასპინძლობდა, გთავაზობთ უნიკალურ სიმდიდრეს, თავისი კულტურული მემკვიდრეობით... ამ კონტექსტში  ღირებული და მნიშვნელოვანი წყლის ობიექტების წყალობით, თურქეთი უდავოა ჩაითვალოს ერთ-ერთ მუზეუმად ღია ცის ქვეშ. 

  ადამიანი ყოველთვის მტკიცედ იყო განწყობილი ეპოვა გამოსავალი, ნებისმიერი სირთულეების წინაშე. მეცნიერებასა და ტექნიკაში წინსვლის მეშვეობით დღეს არსებული პრობლემების იოლად გადაჭრისათვის ჩვენს, წინაპრებს უნდა ვუმადლოდეთ. სწორედ ასე იწყება ადამიანის და წყალის თავგადასავალი, რომელიც მრავალი პრობლემების მიუხედავად მაინც იქნა გადალახული. ანტიკური ხანიდან მოყოლებული წყალსა და ადამიანს შორის ურთიერთობა, სხვადასხვა კონტექსტში გვხვდება. ჭაბურღილების გახსნა, წვიმისა და თოვლის წყლების შეგროვება, კაშხლების აგება და სხვა მრავალი მეთოდი ოდითგანვე, თუ რა კავშირი ჰქონდა ადამიანის ცხოვრებაში წყალს, ნათელი მაგალითია.  

  ბერძნული და რომის ქალაქები ზოგადად ის ადგილები იყო, სადაც ხშირი იყო  წყლის დეფიციტი. ჩვეულებრივ, წყალი ქალაქის გარედან უნდა მოეტანათ. სოფლის მიწიდან ჩამოსატან წყალს ზოგჯერ უხეში რელიეფი უნდა გადაევლო. ძალიან ძვირი და მოუხერხებელი იყო წყლის გადატანა ბორცვების ან ხეობების გარშემო. ამ ეტაპზე, პერიოდის ინჟინრებმა გადალახეს ეს პრობლემა „წყალსადენების“ აშენებით... უმარტივესი სიტყვებით, რომ ვთქვათ, ჩვენს მიერ ნახსენები თაღები იყო ხიდები, რომლებიც აშენებული იყო წყლის გადასატანად სხვადასხვა დაბრკოლებებით, ერთმანეთთან აკავშირებდა იმავე სიმაღლის ორ წერტილს. რელიეფის პირობების შესაბამისად შენდებოდა ერთი ან მეტი სართულიანი თაღები. იმისათვის, რომ წყალი თაღის შუა არხში გაჟღენთილიყო, ძალიან ზუსტი გაანგარიშება იყო საჭირო. რომაული წყალსაცავები იმის დასტურია, რომ ეს გათვლები წარმატებით გაკეთდა დღევანდელი ინჟინრების გასაოცრად. არხები ან ქვებით იყო დაფარული, ან სარდაფებით, რათა წყალი არ დაბინძურებულიყო. ჩვეულებრივ, შადრევანი კი ქალაქის შესასვლელთან იყო განთავსებული. 

  მიუხედავად იმისა, რომ წყალსადენები სასიცოცხლოდ  და არქიტექტურულად მნიშვნელოვანია, ძველ რომში ინჟინრები სხვადასხვა კრიტიკას განიცდიდნენ. როგორც ამბობდნენ, ეს მშვენიერი, ელეგანტური და დახვეწილი თაღები ზედმეტად აშენებული და ძვირადღირებული იყო. ამასთან, რომაელებისათვის წყალსადენები იმდენად შეუცვლელი გახდა, რომ მათ მონეტებზე წყალსადენის დაბეჭდვაც კი დაიწყეს.

  ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ორსართულიანი წყალსადენი, რომელმაც  დღემდე მოაღწია და კვლავ აკმაყოფილებს ქალაქის წყლის საჭიროებებს,  ესპანეთში ქალაქ სეგოვიაში მდებარეობს.

  ეფესო... ანტიკური სამყაროს მნიშვნელოვანი და შესანიშნავი საპორტო ქალაქი... ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკური და კომერციული ცენტრი... ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი აზიასა და ევროპას შორის... რომის იმპერიის აზიის პროვინციის დედაქალაქი ეფესო, 200 000 მოსალეობით თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლი  გახლდათ. ქალაქის არქიტექტურული სიმდიდრე კონკურენციას უწევდა რომს. ეს ქალაქი, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მეცნიერებაში, კულტურასა და ხელოვნებაში, რომის იმპერიის შემდეგ ბიზანტიის და ოსმალეთის პერიოდშიც მნიშვნელოვანი დასახლების ადგილი გახლდათ.

  უძველესი ქალაქი ეფესო, რომელიც სხვადასხვა ცივილიზაციების მასპინძლობით გამოირჩეოდა,  ახლა,   იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ასობით წლის შემდეგაც კი, არტემიდეს ტაძარი, რომელიც ანტიკური სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთად ითვლება, სწორედ, რომ ეფესშია.  ეფესო, ასევე ცნობილია თავისი  დიდი თეატრით, რომელსაც  25 ათასი კაცის ერთდროულად მიღება შეეძლო რა, ეს აგრძელებს კულტურული თვალსაზრისით მსოფლიოს ყურადღების მიპყრობას.

  ანტიკური ქალაქი ეფესო ყოველ პერიოდში განიცდიდა წყლის დეფიციტს ... ამ პრობლემის გადასაჭრელად ყოველთვის ეძებდნენ ახალ მეთოდებს, სხვადასხვა პერიოდში აშენებდნენ წყლის სხვადასხვა სტრუქტურებს და ცდილობდნენ წყლის სხვადასხვა წყაროდან მოყვანას. ამიტომ, ეფესს განსაკუთრებული ადგილი უკავია წყლის ინჟინერიის განვითარების თვალსაზრისით. ამავე დროს, ანატოლიაში წყლის გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემა, ეფესოს წყლის გზებია.

   ეფესოს დედაქალაქად გადაკეთების შემდეგ, მისი  მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. უფრო მეტი ადამიანი იწყებს დასახლებას და ქალაქი იზრდება. წყლის საკითხი კვლავ პრობლემას წარმოადგენს. ეფესოსთვის ახალი გამოსავალი უნდა იყოს მოძიებული. გადაწყდა, რომ ქალაქის წყლის დეფიციტი მოგვარდება, თუ იგი თაღებით გადაიტანება შორეული წყაროდან. ამრიგად, პოლიოს წყალსადენი, რომლის სიგრძეა 8 კილომეტრი და  6 ხიდისაგან შედგება, წყალი  ქალაქში აღწევს. პოლიოს წყალსადენი არის მონუმენტური ნაგებობა, რომელიც კვეთს მდინარე დერბენტდერეს. აღნშნული წყალსადენი საინჟინრო და არქიტექტურული თვალსაზრისით, ხელოვნების ნიმუშად ითვლება.  

  საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ანატოლიის სხვადასხვა კუთხეებში გვხვდება ანტიკური ნაგებობები, რომლებიც იმ პერიოდისათვის წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.


საკვანძო სიტყვები: #„წყალი და კაცობრიობა“ 8/2020

მსგავსი ინფორმაციები