წყალი და კაცობრიობა 7/2020

ურარტელები...

1508847
წყალი და კაცობრიობა 7/2020

წყალი და კაცობრიობა 7/2020    

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

"მეფე უყურებს მთებითა და ციცაბო კლდეებით გარშემორტყმულ უნაყოფო მიწას... ჩაფიქრებულია... მის წინ კი უსასრულო წყალია... ვერ გადაწყვიტა ზღვაა თუ ტბაა, რადგან ის საკმარისად დიდია იმისთვის, რომ დაბნეულობა გამოიწვიოს... დიდი წყალი მეფის თვალში უმნიშვნელოდ აქცევს მთებსა და არანაყოფიერ მიწებს... მეფე გაურბის ფიქრებს და სახე უნათდება... რადგანაც წყალი თუა, სიცოცხლეც არსებობს! თუ წყალია, მაშინ ყველაფერია, იქ ყველაფერი შესაძლებელია! მეფე გადაწყვეტს აქ დასახლდეს თავის ხალხთან ერთად ...

თურქეთის აღმოსავლეთით გეოგრაფიული და კლიმატური პირობები მკაცრია. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატი და ზედაპირული ფორმები რთულია, წესი არ იცვლება, ზომით ზღვის მსგავსი წყლის ახლოს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ძლიერი სამეფო იკავებს ადგილს ისტორიის სცენაზე. თურქეთის უდიდესი ვანის ტბის, რომელიც ასევე მსოფლიოს უდიდესი სოდიანი ტბაა, გარშემო შექმნილი ცივილიზაცია, ურარტუა. ურარტუს, კულტურის, ხელოვნების, არქიტექტურისა და ინჟინერიის საკითხებში როგორც ანატოლიის, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 

ურარტუს დედაქალაქი ტუშფა იყო ანუ დღევანდელი ქალაქი ვანი. ეს ცივილიზაცია, რომელიც დაარსდა ვანის ტბის აუზში და ორ საუკუნეზე მეტ ისტორიაში თავისი კვალი დატოვა, გამოირჩევა წყლის, არქიტექტურისა და მინერალების დამუშავების თვალსაზრისით. ურარტელებმა რთულ ტერიტორიას, სადაც დასახლდნენ, ისეთი ფორმირება გაუკეთეს, როგორიც მათ სურდათ, სოფლის მეურნეობისათვის შესაფერისი გახადეს და ააგეს წყლის ნაგებობები, რომელიც დღესაც კი გამოიყენება.

არქეოლოგიური გათხრებისა და გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ ურარტუს მეფეებმა ააშენეს 60-ზე მეტი კაშხალი, აუზი, სარწყავი არხი და ისინი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წყლის სტრუქტურებს. ეს ციფრი იმ დროისთვის მართლაც წარმოუდგენელია!  და საინტერესოა, რომ მსოფლიოს არც ერთ კითხეში იმ დროის ამდენი წყლის ნაგებობა არ ფიქსირდება! კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც ამ სტრუქტურებს საინტერესოს ხდის არის ის, რომ თითოეულ კაშხალსა და არხში მინიმუმ ერთი წარწერა მაინც არის გაკეთებული. ამ წარწერებში მეფეები საუბრობენ კაშხლების და წყლის სხვადასხვა ნაგებობების აგებისა და მიწის დამუშავების მიზნით ჩატარებულ სამუშაოებზე. ყველა მეფეს წარწერაში საკუთარი სახელიც დაუმატებია...  კაშხლების, აუზებისა და არხების წყალობით, არაეფექტური მიწები რეგულარულად ირწყვებოდა და წყალი სისტემატურად უნაწილდებოდა მოსახლეობას. ამგვარად, ანატოლიის აღმოსავლეთით, ურარტუს სამეფომ პირველმა ჩაუყარა საფუძველი მორწყვაზე დაფუძნებულ სოფლის მეურნეობას. ურარტუს ცივილიზაციამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ტრადიციის წამოწყებასა და განვითარებაში, რომელიც შემდეგში სპარსეთის, ელინების, ბიზანტიისა და ოსმალეთის სახელმწიფოების პერიოდშიც გადავიდა.

მრავალი წყლის სტრუქტურის არსებობის გამო ექსპერტები რეგიონს, ანატოლიისა და წინა აზიის უდიდეს "ჰიდრავლიკურ ცივილიზაციას" ან "კაშხლის რეგიონს" უწოდებენ. ანტიკურ პერიოდში მიუხედავად კლიმატისა და ზედაპირული ფორმების მკაცრი პირობებისა, წყლის ზოგიერთი სტრუქტურა, რომლებმაც რეგიონს ოქროს ხანა მოუტანა, დღესაც გამოიყენება!... საუბარია 2700 წლის წინ აშენებულ არხებსა და კაშხლებზე! ცივილიზაციამ, რომელმაც 2700 წლის წინ იცხოვრა, ისეთი შესანიშნავი სამუშაოები ჩაატარა ინჟინერიასა და არქიტექტურაში, რომ მიწისძვრის ზონაში ყოფნის მიუხედავად, ეს სტრუქტურები დღემდე შემორჩა! საოცარი არ არის თქვენი აზრით? ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურაა მისი ამგების ურარტუს მეფის სახელით ცნობილი მენუას არხი, რომლის სიგრძე 50 კილომეტრზე მეტია... ეს არხი ითვლება მსოფლიო წყლის ინჟინერიის საოცრებად. იმის დანახვა, რომ არხი აგრძელებს სიცოცხლეს მიცემას იმ მიწებისთვის, რომლებსაც 2700 წლის წინ რწყავდა, არ შეიძლება არ გაგიკვირდეთ და არ აღფრთოვანდეთ! ფიქრობენ, რომ არხის სახელი, რომელსაც ახლა შამრანი ჰქვია, მოდის ასურეთის დედოფლის სემირამისის სახელიდან და დროთა განმავლობაში იგი შამრანად გადაიქცა, თუმცა ამ თემაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

ურარტელების კიდევ ერთი წყლის სტრუქტურა, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს, არის ქეშიშგოლის კაშხალი! საკითხის ექსპერტები აცხადებენ, რომ პერიოდისა და გამძლეობის გათვალისწინებით, ურარტელების მიერ აშენებული კაშხლების, აუზების და სარწყავი არხების მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს.

ურარტუს მეფეებმა რეგიონი სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მნიშვნელოვან პუნქტად აქციეს მათ მიერ აშენებული სარწყავი საშუალებებით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ასობით ქვევრი, რომელშიც შეიძლებოდა დიდი რაოდენობით საკვებისა და სასმელის შენახვა. ამ ქვევრებში ნაპოვნი მრავალფეროვანი პროდუქტები პარკოსნებიდან დაწყებული ქერითა და ხორბლით დამთავრებული და ყურძნიდან დაწყებული სეზამის ზეთით დამთავრებული გვიჩვენებს, თუ რამდენად შორს იყვნენ წასული ურარტელები სოფლის მეურნეობაში.

რა თქმა უნდა, ურარტუელებზე საუბრისას მხოლოდ წყლის ინჟინერიაზე საუბარი არ შეიძლება. ურარტუელები წინა პლანზე გამოდიან არქიტექტურისა და მეტალურგიის საკითხებშიც. იმ პერიოდის ქვისა და ლითონის დამუშავების ოსტატების ხსენებისას, პირველი ცივილიზაცია, რომელიც გვახსენდება, სწორედ ისინი არიან. რეგიონის სიმდიდრე სპილენძისა და რკინის მაღაროებით, ძვირფასეულობის, ნივთებისა და სამეურნეო იარაღების სიმრავლე, რომელიც აღმოჩენილ იქნა გათხრების შედეგად, აჩვენებს ლითონის წარმოებისა და ვაჭრობის მასშტაბებს.

როგორც ჩვენი პროგრამის დასაწყისში ვთქვით, მთები იმ რეგიონში, სადაც ურარტელები ცხოვრობდნენ, იყო ციცაბო და კლიმატი კი მკაცრი. იმისათვის, რომ მორგებოდენ ამ გეოგრაფიას, ურარტელებმა ასევე შექმნეს ორიგინალური ნამუშევრები არქიტექტურაში და ააყვავეს რეგიონი მათ მიერ აშენებული ქალაქებით, დიდი ციხესიმაგრეებითა და წყლის სტრუქტურებით.

ურარტელებმა თავიანთი ქალაქები გარკვეული გეგმის მიხედვით ააგეს. ეს კი, არა ტერიტორიის ხელსაყრელობის მიხედვით, არამედ თავად ტერიტორიის მათი სურვილის შესაბამისად ფორმირებით გააკეთეს. შენობები ფერდობებზე ტერასების ფორმით განათავსეს და ციხესიმეეგრეებსა და ქალაქებს თუ მოპირდაპირე მხრიდან შეხედავთ, თვალში მოგხვდებათ პირამიდის მსგავსი სილუეტი. ეს არის ამავდროულად თავდაცვის სისტემების დამახასიათებელი თვისებაც.

ურარტელმა მეფეებმა ასევე შექმნეს ისეთი განსახლების პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც ათასობით ადამიანი ვანის ტბის აუზში დასახლდა. დედაქალაქი ტუშფა თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და ხალხმრავალი ქალაქი იყო. ქალაქის დაგეგმვისას ფართო პროსპექტების გადაკვეთას ციცაბო ქუჩებით "ქსელისებური გეგმა" ეწოდება და ტუშფა ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, სადაც ეს გეგმა არის გამოყენებული. ურარტუს მეფეები ადგილობრივ მოსახლეობას უფრო თავისუფლად ასახლებდნენ ქალაქებში ... ომის შედეგად აღებულ ტერიტორიებზე დაარსებულ ახალ ქალაქებში კი უფრო წესებზე დამორჩილებულად დასახლებებს ქმნიდნენ. ისინი ურბანიზაციის გაგებას სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებულად ავითარებდნენ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ინჟინერიისა და არქიტექტურის საკითხბეში კომპეტენციასთან ერთად ურბანიზაცის საკითხშიც გაცნობიერებული და ღრმა მიდგომა ჰქონდათ ურარტელებს. ურარტელები თავიანთი უნიკალური ნამუშევრებით „მორწყვის ცივილიზაციად“ ითვლება...



მსგავსი ინფორმაციები