ბალკანეთიდან მიგრაციები

აქტუალური თემის ანალიზი 28/2019

1233754
ბალკანეთიდან მიგრაციები

აქტუალური თემის ანალიზი 28/2019

ბალკანეთიდან მიგრაციები

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

გასულ კვირაში თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარის მუსტაფა შენთოფის პატრონაჟითა და საპატიო თავმჯდომარეობით, ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასპინძლობით სკოპიეში რიგით მეხუთე სოციალურ მეცნიერებათა სიმპოზიუმი ჩატარდა.           

სიმპოზიუმზე, რომელშიც მონაწილეობას 13 ქვეყნიდან 617 მეცნიერი იღებდა, მეც გამოვედი სიტყვით. სიმპოზიუმზე მომეცა საშუალება ჰარვარდის მსგავს ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებიდან თურქი მკვლევარები გამეცნო და მათთან ჩვენი უმაღლესი განათლების საბჭოსა და საუნივერსიტეტო სისტემის შესახებ ნაყოფიერი ხანგრძლივი კონსულტაციები მქონოდა.

ჩვენს დღევანდელ პროგრამაში მინდა ვისაუბრო ბალკანეთიდან მიგრაციაზე, რადგანაც ბალკანეთში ყოველ გამგზავრებაზე ეს თემა ყოველთვის დღის წესრიგში დგება.

ბალკანეთიდანმიგრაციებისმოკლეისტორიაანგენოციდისნამდვილისახელი

წყაროებმა აჩვენეს, რომ მე-18 საუკუნიდან დაწყებული მილიონობით მუსლიმმა და თურქმა ბალკანეთში გენოციდი განიცადა, დაიღუპა და გადასახლებული იქნა. ოსმალეთის მიერ ბალკანეთს დატოვების დროს და შემდგომ დაშლის დროს მუსლიმები და თურქები ბალკანეთში ბევრად უფრო ცუდი ვითარების წინაშე აღმოჩნდნენ. 

ტერმინი გენოციდი პირველად მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიის მიერ ებრაელების  წინააღმდეგ ჩადენილი წამების, მასობრივი მკვლელობების და ძალადობისთვის იქნა გამოყენებული. ის ტანჯვა, რაც ბალკანეთში ჩვენს ხალხს შეხვდა, ბევრად მეტია ვიდრე გერმანიაში მომხდარი. მაგრამ მსოფლიოს რომ თავი დავანებოთ, ამ სისასტიკის, გენოციდის მასშტაბები თურქეთშიც კი ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.

ბალკანეთში მე-17 საუკუნიდან დაწყებული, მე-19 და მე-20 საუკუნეების ტკივილის, ტანჯვის და მიგრაციის შვილებისათვის, მომავალი თაობებისათვის და მსოფლიოსათვის გასაცნობად ოსკაროსანი ფილმიც კი არ ყოფილა გადაღებული. ცხადია, ჩვენი ერის სტილი არ არის განცდილი ტკივილის წინაშე მსოფლიოს ახმაურება, მუდმივად არ სარგებლობენ ამ განცდილი ტკივილით. ტკივილი რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს, მას გულში ინახავენ და გზას აგრძელებენ.  დატირებებით, შექმნილი ხალხური სიმღერებით და ჰიმნებით ყველაზე ეფექტურ ოსკაროსან ფილმზე უფრო ეფექტურად ამ ტკივილს ზიზღის გარეშე მომავალ თაობებს გადასცემენ. 

სამწუხაროდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, გადასახლება წარსულში დარჩენილი მოვლენა არ გახლავთ. დღესაც ჩვენ გვხვდება მსგავსი ვითარებები ბევრ რეგიონში, რომლებიც თურქებსა და მუსლიმებს ეხება. ჯერ კიდევ გუშინ ბულგარელი თურქების, დღეს ყირიმელების, ყარაბაღელი და უიღური თურქების პრობლემები, მიანმარის, სირიის და რა თქმა უნდა, პალესტინელი მუსლიმების პრობლემებისგან ბალკანეთის თურქების პრობლემებისგან ბევრად განსხვავებული არ არის.

დაცარიელებული ბალკანეთი...

ბალკანეთში ყოველი სტუმრობისას საუბრის მნიშვნელოვან თემას თურქეთში ემიგრაცია წარმოადგენს. ოსმალეთის პერიოდში დაწყებული ემიგრაცია მხოლოდ იმ პერიოდით არ შემოიფარგლა. იგი რესპუბლიკის პერიოდშიც გაგრძელდა. დღესაც კი სხვადასხვა ფორმით გრძელდება. ბალკანეთში თურქების რაოდენობა დღითიდღე მცირდება.

თურქეთი თითქოს და ბალკანელი თურქების, მუსლიმების იმედი და მომავალია, რადგანაც სადმე უმცირესობაში ყოფნას თან ბევრი სირთულე მოაქვს. უმცირესობებს გარედან ძლიერი მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს მხარდაჭერა ხშირად არ არის საჭირო იყოს მატერიალური. ამ ვითარებას კარგად ასახავს ჩრდილოეთ მაკედონიის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სალიჰ მურათის სიტყვები, რომელსაც რადიო „თურქეთის ხმის“ გადაცემაში “Çeşmi Cihan”-ში ვესაუბრე. მან განაცხადა: “ჩვენ თურქეთისგან არაფერს ვითხოვთ. მანამ სანამ თურქეთი ძლიერი ფორმით გზას აგრძელებს, ჩვენ მისი ჩრდილიც გვეყოფა.“

განსაკუთრებით ბალკანელ თურქებს სურთ რაიმე ფორმით თურქეთთან კავშირი ჰქონდეთ. მათი შვილების ერთი ნაწილი მომავლის შექმნას თურქეთში ცდილობს. მაგრამ ბალკანელი თურქები, რომლებიც საკითხს სტრატეგიულად უყურებენ შეწუხებულები არიან ბალკანეთის თანდათან დაცლის გამო, რადგანაც ბალკანეთიდან თურქეთში ან სხვა ქვეყანაში მიგრაციას ისინი და მათი მომავალი უფრო მეტი მარტოობისა და გაურკვევლობისაკენ მიჰყავს. როგორც წარსულში ხშირად მომხდარა 2 მილიონიანი ბალკანური ქვეყნიდან 500 ათასი ადამიანის თურქეთში მიგრაცია თურქეთის მოსახლეობის კუთხით ბევრს არ ნიშნავს. მაგრამ ეს რაოდენობა იქ დარჩენილებს მარტოდმარტოს ტოვებს. ამას ნათლად ხედავენ, რთულია მაგრამ მაინც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარსულში ბალკანელი თურქების ადგილზე გაჩერება რომ მოეხერხებინათ, დღეს ბალკანეთში ვითარება სრულიად განსხავებული იქნებოდა.

სწორი პოლიტიკა: ადგილზე გაძლიერება...

წარსულს უკან ვერ დავაბრუნებთ. ვერც წარსულში ჩავრჩებით, მაგრამ წარსულისგან დღევანდელობაზე შეიძლება ბევრი რამ ვისწავლოთ.

დღეს ბალკანელ მიგრანტებს სასწრაფოდ სჭირდებათ იმ მიწაზე, საიდანაც მოვიდნენ, წინაპრების ხსოვნა, მათი ქმნილებები უფრო ცოცხლად შეინახონ. ბალკანეთში ჩვენი მემკვიდრეობის ცოცხლად შენარჩუნების მოვალეობა მხოლოდ TİKA-სა და YTB-ს მსგავსი ორგანიზაცია დაწესებულებების, იუნუს ემრეს და მაარიფის ფონდის მსგავსი საზოგადოებრივი რესურსების მქონე ფონდების მცდელობის ამარად არ უდა იყოს დატოვებული. ბალკანეთში მცხოვრები თურქები და მუსლიმები, როგორც მათი წინაპრების მემკვიდრეები, ელიან რომ ბალკანელი ემიგრანტები დაბრუნდებიან და მათ უფრო მეტად მიესალმებიან და მათი დარდით უფრო მეტად დადარდიანდებიან. ბალკანელ მიგრანტებს ამავდროულად ძველ არამუსლიმ მეზობლებთანაც წარსულის ტკივილის გვერდზე გადადებით უფრო მრავალმხრივი ურთიერთობების დამყარება შეუძლიათ. იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი და ევროკავშირის ქვეყნები ბალკანეთით მრავალმხრივად არიან დაინტერესებულნი, თურქეთში მცხოვრები ბალკანელი მიგრანტების მიერ დასამყარებელი ურთიერთობები ძველი მეზობლებისთვის ახალი ალტერნატივა იქნება. თურქეთში მცხოვრებ წარმოშობით ბალკანელებს არა მხოლოდ თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის, არამედ ბალკანური ქვეყნების მსოფლიოსთან კავშირში შეუძლიათ ხიდის როლის შეასრულონ.

რა თქმა უნდა, როდესაც მიგრაციას ვახსენებთ, მას სხვადასხვა საკითხიც აქვს. ევროპის თაოსნობით ეკონომიკური მიზნების გამო დასავლეთში გადასახლებულები, მათი უკან დაბრუნება, ყირიმის, კავკასიის, თურქი მესხების, უიღურების თაოსნობით თურქი უმცირესობების, სირთულეების გამო თურქეთში გადასახლების მცდელობები.... ყველა განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკითხია. იმაზე თუ საზღვარგარეთ მცხოვრები წამოშობით თურქული საზოგადოების მიმართ როგორი მიგრაციის სტრატეგის გატარებაა საჭირო მომდევნო გადაცემაში ვისაუბრებთ.



მსგავსი ინფორმაციები