4 დეკემბერი ისტორიაში

4 დეკემბერი ისტორიაში

644184
4 დეკემბერი ისტორიაში

4 დეკემბერი ისტორიაში

1809 წლის 4 იანვარს პარიზში დაიბადა პედაგოგი ლუი ბრაილი, რომელმაც 1829 წელს შეიმუშავა მთელ მსოფლიოში დღემდე ხმარებული ე.წ. ბრაილის შრიფტი რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი უსინათლოთათვის. ბრაილი სამი წლის ასაკში მარცხენა თვალში სამკერვალო ნემსის შერჭობის შედეგად განვითარებული ოფთალმიით 6 წლის ასაკში მთლინად დაბრმავდა. 7 წლის ასაკში მან პარიზში მდებარე ახალგაზრდა უსინათლოთა სამეფო ინსტიტუტის სტიპენდია მოიპოვა და სწავლა დაასრულდა. ბრაილის შრიფტის გამოყენება მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ 1854 წელში იმ სკოლაში დაიწყეს, სადაც ბრაილი მუშაობდა.   

1927 წლის 4 იანვარს რესპუბლიკის პერიოდის ერთ-ერთი პირველი ინტელექტუალებიდან სულეიმან ნაზიფი სტამბოლში პნევმონიით გარდაიცვალა. არაბულის, ფრანგულის და სპარსულის კარგად მცოდნე ნაზიფი აბდულჰამიდ მეორის პერიოდში ბურსაში სახელმწიფო მოხელედ მუშაობდა. მეორე კონსტიტუციონალიზმის დასრულების შემდეგ კი იგი ბურსისა და ტრაპიზონის გუბერნატორის თანამდებობებზე მუშაობდა. სტამბოლის ანექსიის წინააღმდეგ გამოხატული მწვავე რეაქციის გამო ოკუპანტებმა ნაზიფი მალტაში გადაასახლეს. გარდაცვალების შემდეგ იგი დიდი თურქი პოეტის მეჰმედ აკიფ ერსოის გვერდით დაკრძალეს.

1951 წლის 4 იანვარს ჩინეთმა კორეის ომის დროს სეული დაიკავა. აღნიშნულის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა ტრუმენმა ომში უფრო მეტი ძალების გაგზავნის გადაწყვტილება მიიღო და ამერიკის კონგრესმა დამატებით ომის ხარჯებისათვის 50 მილიარდი დოლარი გამოჰყო. იმის გამო, რომ უპირატესობა ვერავინ მოიპოვა, ომი 1953 წელში ხელმოწერილი ზავით დასრულდა.

2006 წლის 4 იანვარს ისრაელის ყოფილი პრემიერი არიელ შარონი კომაში ჩავარდა. 14 წლის ასაკში ისრაელის არმიაში შესული შარონი 1982 წელს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გახდა. 1983 წელს მის წინააღმდეგ სარჩელი აღიძრა, პასუხისმგებლობა დაეკისრა საბრასა და სატილაში მომხდარ მკვლელობებზე და მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს. 1998 წელში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობის  და ნეთანიაჰუს ხელისუფლების წასვლის შემდეგ შარონი 2001 წელში ისრაელის პრემიერმინისტრი გახდა. იგი ამ თანამდებობაზე 2006 წლამდე დარჩა. 2004 წელში მან ღაზიდან ისრაელის ცალმხრივად გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისმა ამ გადაწყვეტილებამ პარტიის შიგნით მწვავე რეაქცია გამოიწვია. 2006 წლის 4 იანვარს მას ქალისშიდა სისხლჩაქცევა დაემართა და კომაში ჩავარდა. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად ეჰუდ ოლმერტი დანიშნეს. არიელ შარონი 8 წლის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა და 2014 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა. 

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები