თურქეთის კულტურული საგანძური 43/2016

გაგაცნობთ კაისერთან ახლოს მდებარე ქულთეფე ქანიშ ქარუმს

621655
თურქეთის კულტურული საგანძური   43/2016

ჩვენი ციკლური პროგრამის დღევანდელ ნომერში გაგაცნობთ იუნესკოს მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაში შესულ და კაისერთან ახლოს მდებარე ქულთეფე ქანიშ ქარუმს.

კაცობრიობის ისტორიაში საფუძველი ჩაეყრება დამწერლობას. რომელიმე რეგიონის რევოლუციურ პროცესზე საუბრისას, ყურადღების გამახვილებაა საჭირო ამ რეგიონში დამწერლობის გამოყენებაზე.  პრო ისტორიულ ხანად მოიხსენიება დამწერლობამდელი პერიოდი. ანადოლუს ისტორია ქალაქ კაისერით იწყება. ჩვწაღ-დე 1950-1650 წლებს შორის, ადგილობრივ სამეფოებთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარების მიზნით ჩასული ასურელები, ანადოლიაში თან ჩაიტანენ დამწერლობას. დღევანდელ ერაყში არსებული მათი დედაქალაქის ასურის გამო, რომელიც ვაჭრობით არის ცნობილი, ისინი ვაჭრებად მოიხსენიებიან.

მესოპოტამიის რეგიონში, უძველეს დროს, შუმერების განვითარებული ლურსმნული დამწერლობის გამოყენება ხდებოდა გლინის ფირფიტებზე. ლერწმისგან დამზადებული კალმის მეშვეობით ახდენდნენ სველ თიხის ფირფიტებზე დაწერას და მის გამოწვას. ფირფიტაზევე ხდებოდა ავტორის ხელმოწერის გამოკვეთა.  ადრესატთან მისვლის შემდეგ კი,  უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახდენდნენ მისი გატეხვას.

 თიხის ფირფიტები წერილების და სავაჭრო შეთანხმებების ჩათვლით მრავალ სფეროში გამოიყენებოდა.

ასურელები, სავაჭრო მიზნით, კოლონიებს აშენებდნენ ადგილობრივი საბეგოების ციხე-კოშკებთან ახლოს. მეფეებისადმი თავიანთი ერთგულების გამოხატვის და გადასახადების დროულად გადახდის შემდეგ, თავისუფლად წარმართავდნენ სავაჭრო საქმიანობას.

იმ პერიოდში, ასურეთიდან ხდებოდა მაღალტექნოლოგიურად მიჩნეული პროდუქციის შემოტანა. ანადოლუდან კი, გაჰქონდათ მდიდარი ნედლეული. ქანიშის ყველაზე მდიდარი ვაჭარი თავის მონასთან ერთად, ცხოვრობდა 40 კვ. მეტრის სახლში. გლინის დაფაზე ასურელი მამა თავის შვილისთვის სავაჭრო საიდუმლოებების გაცნობისას, გლინის ტაბლეტზე წერდა პროდუქტის გასაყიდი ფასის სამად გაყოფას, ასწავლიდა ერთი წილის მოგებისთვის დატოვებას, ერთი ნაწილის იმ პროდუქტის ღირებულებას, ერთი ნაწილის კი ადგილობრივი სამეფოს გადასახადისთვის გამოყოფას. უცნაური წინადადებებია მოცემული იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო იგი. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ რომელიმე ციხე-კოშკში შესვლა უნდა მოეხდინა არა დღისით, არამედ ღამით, იმიტომ, რომ ღამით მეფისთვის მისაცემი გადასახადიდან  უფრო მეტ დანაზოგს შეინარჩუნებდა და ღამის მორიგეები, უფრო იაფად გაატარებდნენ.

ისტორიის დაწყებიდან, 4000 წლის წინანდელი  ყოველდღიური ცხოვრების შესახებ უცნაური ინფორმაციების გაცნობა შეიძლება სწორედ ამ გლინის ტაბლეტებით.

ქულთეფეში დასახლება, ჩვწაღ-დე 3000 წლამდე გაგრძელდება. ცნობილი ხდება, რომ ქალაქში დასახლება ყოფილა ხეთების, ფრიგიელების, ელინების და  რომაელების პერიოდშიც.

ქულთეფეში, ბიზნესით დაინტერესება, დღეს, ახლანდელ დასახლებაში კაისერიში ისევ გრძელდება.

 კაისერელები ამაყობენ, თურქეთში, ყველაზე მეტი ვაჭრობით დასაქმებული ადამიანების გამოზრდით.   ქულთეფესა და ქანიშის ქარუნში, 1948 წლიდან გრძელდება გათხრები. აღმოჩენილი ასობით ისტორიული ექსპონატები და  გლინის ტაბლეტები გამოფენილია მუზეუმებში.

სახლების და ტაძრების დღემდე შემორჩენილი კედლების მონახულება კი შესაძლებელია ადგილზევე.

დღევანდელი მაღალი გორის ფორმის ქულთეფეს ყორღანზე, 4000 წლის წინ უცხოვრიათ ქალაქის მეფეებს და ადგილობრივი ხალხის ერთ ნაწილს. ქალაქს გარშემო შემოვლებული ჰქონია მაღალი კედელი. ქვემო ქანიშ ქარუნად წოდებულ ადგილს, გარეშემო შემოვლებული აქვს ფართო  კედელი.

ქალაქს, რომელსაც ერთმანეთთან დაუკავშირებია ორი სხვადასხვა კულტურა, სავაჭრო კონტაქტებით,  თავისი შესამჩნევი კვალი დაუმჩნევია ანადოლუს კულტურაზეც.

მათგან, ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება დამწერლობის გამოყენება.

ქულთეფეში დაფიქსირებული ათასობით გლინის ტაბლეტის წაკითხვით შესაძლებელი ხდება იმ პერიოდთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავება.

ხეთების კულტურა და ხელოვნება, ასირიული და ადგილობრივი ხალხის კულტურული ურთიერთგავლენის გაგრძელებად ითვლება.

ანადოლიაში, ისტორიის ტრანსფორმაციის  დამწყები ქულთეფეს ისტორიული ტაძრების ერთი ნაწილი გამოფენილია კაისერისა და ანკარის ანადოლუს კულტურების მუზეუმში. ერთ დღეს თუ გზად გაივლით კაბადოკიის რეგიონში მდებარე კაისერიში, ნუ დაივიწყებთ ქულთეფეს ყორღანის მონახულებასაც.

 


საკვანძო სიტყვები: #ქულთეფე , #ქანიში , #კაისერი

მსგავსი ინფორმაციები