თურქეთის ქველმოქმედება - 15/ 16.04.16

თურქეთის მხრიდან აშშ-ში მეჩეთის და კულტურის ცენტრის აშენება

471734
თურქეთის ქველმოქმედება - 15/ 16.04.16

თურქეთმა ამერიკაში მუსლიმანების მიმართ არსებული შეხედულებების და ცრურწმენების წინაშე მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამერიკის ყველაზე დიდი მეჩეთი თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველომ ააშენა. აღნიშნული მეჩეთის კულტურებს შორის მნიშვნელობის შესახებ თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მონათხრობს გთავაზობთ. იგი ამბობს:

აშშ-ის მოქალაქეები მუსლიმანობას ხელმეორედ ეცნობიან. 11 სექტემბრის ტერაქტის მუსლიმანებთან გაიგივებისშემდეგ ადგილობრივების მხრიდან ისლამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას თურქეთმა შეუწყო ხელი. 11 სექტემბრის ტერაქტმა აშშ-ის ხალში ერთგვარი ტრავმა გამოიწვია. ტერაქტის შემდეგ პირველი საპასუხო ოპერაცია ავღანეთში განხორციელდა. ამან ამერიკელებსა და მუსლიმანებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. შემდეგ კი ერაყში განხორციელებული ოპერაციები და დეაშის წარმოქმნა, ასევე სხვა მრავალი პროპაგანდისტული საქციელი ყველაზე დიდ უარყოფით ზეგავლენას მუსლიმანებზე ახდენს. შეიძლება ითქვას, რომ ის, ვინც ისლამის სახელით შიშს და მუქარას ავრცელებს, თვითონ კმაყოფილია, მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ მუსლიმანებისადმი დამოკიდებულება თვით მუსლიმებისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ამ მხრივ თურქეთმა, განსაკუთრებით ამერიკელი ხალხის სტერეოტიპების დანგრევისათვის, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამერიკის ყველაზე დიდი მეჩეთი და ისლამის კულტურის ცენტრი თურქეთის რელიგიური სამმართველოს მხრიდან იქნა აშენებული, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან იქნა გახსნილი. ერდოღანმა გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიო მასშტაბით მუსლიმანების მიმართ გავრცელებულ უარყოფით აღქმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 11 სექტემბერს ერთი მუჭა ტერორისტის ქმედება არ შეიძლება, რომ ისლამთან იქნას გაიგივებული. ისიც შეიძლება ითქვას, რომ სინამდვილეში თურქეთის ეს ქმედება დაგვიანებული ნაბიჯი იყო. თურქეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით გვიან გადადგმული ნაბიჯის მიზეზი შეიძლება ითქვას, რომ თავისი ეკონომიკური სიდუხჭირე გახლდათ, რადგან მას მილიონობით დოლარის ვალი ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი. (IMF) ამ საკითხის გადაწყვეტა სინამდვილეში ნავთობით მდიდარ სხვა მუსლიმანურ ქვეყნებსაც შეეძლოთ და მაშინ, ამერიკის საარჩევნო პროპაგანდად ქცეული ისლამოფობიური განცხადებები დროულად იქნებოდა აღკვეთილი. ქვეყნის შორსმჭვრეტელობა სწორედ ამ შემთხვევაში უნდა გამოვლინდეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა მისი გახსნის ცერემონიალზე ასევე განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცივილიზაციების დაკავშირების ხელსაყრელი პირობაა. ისლამური ცენტრის მეშვეობით იქ მიმსვლელებს მრავალი განსხვავებული კულტურის ნახვის საშუალება ექნებათ. მეჩეთი და კულტურის ცენტრი მომავალ თაობებს იმის გრძნობას ჩაუნერგავს, თუ როგორ უნდა განსხვავებული კულტურებისადმი პატივისცემა. პრეზიდენტმა ერდოღანმა მეჩეთის და კულტურის ცენტრის აშენების იდეა თუ საიდან წარმოიქმნა, ისიც გაიხსენა და განაცხადა, რომ „ამ ტერიტორიას პირველად ჩემი შვილის აშშ-ში განათლების მიღების დროს გავეცანი. მაშინ მარხვის თვის პერიოდში ვიყავი აქ და სწორედ ჩემმა შვილმა საღამოს იფთარზე სწორედ ამ ტერიტორიაზე კონტეინერში 25-30 ადამიანთან ერთად ვივახშმეთ. აი ამ დროს დამებადა ეს იდეა, რომ აქ ასეთი თურქულ-ამერიკული კულტურის ცენტრი აგვეშენებინა. მისი ფუნდამენტი სამი წლის წინ ჩავყარეთ და ღმერთს მადლობა, რომ დღეს მისი გახსნის და ფუნქციონირების საშუალებაც მოგვეცა,“ განაცხადა მან. ამერიკაში თითქმის ყველა ეთნიკური წარმომავლობის მუსლიმანი ცხოვრობს. მათგან ნაწილი თავიანთი შესაძლებლობით აგებულ მეჩეთებში ასრულებენ ღვთისმსახურებას. არიან ისეთებიც, რომლებსაც ამის საშუალებაც არ აქვთ. თურქეთის მხრიდან აგებული ეს ცენტრი ყველა მუსლიმანის თავშეყრის ადგილი უნდა გახდეს. ოსმალური არქიტექტურით აგებულ მეჩეთსა და ისლამის კულტურის ცენტრში მნახველებს ოსმალური კულტურის გაცნობის საშუალებაც ეძლევათ.

თურქულ-ამერიკულ კულტურის ცენტრში მეჩეთთან ერთად საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სპორტ სალონი, სასტუმრო და სხვა სოციალური ობიექტებიცაა განთავსებული. აღნიშნული ცენტრის გახსნის დღეს დავინახეთ, თუ რაოდენ მრავალფეროვანი გახლდათ იქ დამსწრე საზოგადება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რამაზანის თვეში ეს ცენტრი ძალზედ გადატვირთული იქნება. აღნიშნული ცენტრის მეშვეობით ადამიანებს ასევე ნამდვილი ისლამის შესწავლის საშუალებაც ექნებათ. ხშირად ისმება კითხვა, თუ როგორ შეიძლება იყო ძლიერი სახელმწიფო. ამის შესახებ კი ზოგი ეკონომიკის ზრდას, ზოგი სამხედროს სიძლიერეს, ზოგი კიდევ ისტორიაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო მაშინ ხარ, როცა არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ სხვა ხალხის მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებ. სწორედ ასე იქცევა თურქეთი, რომელიც შეძლებისდაგვარად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საჭირო ქველმოქმედებას ახორციელებს.

დღევანდელ პროგრამაში თურქეთის მხრიდან ამერიკაში აშენებული მეჩეთის და კულტურის ცენტრის შესახებ თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მონათხრობი შემოგთავაზეთ, მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები