უმაღლესი განათლება თურქეთში - 34

პროგრამა თურქეთის უმაღლესი სასწავლებლების შესახებ

116987
უმაღლესი განათლება თურქეთში - 34

გამარჯობათ. როგორც უკვე მოგეხსენებათ, საერთაშორისო საგანმანათლებლო საქმიანობასა და თურქეთში განათლების მიღების შესახებ ჩვენი ვიდეო რეპორტაჟებისა და უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა ჩვენს ფეისბუკის გვერდ "ტრტ ჰორიზონზე" შეგიძლიათ. დღევანდელ გადაცემაში კი თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში მდებარე ბაშქენთის უნივერსიტეტს გაგაცნობთ.

დედაქალაქის ხალხმრავლობა და ხმაური უკან ჩამოვიტოვეთ და მწვანეში ჩაფლულ ბაშქენთის უნივერსიტეტის დეკანატში მივედით. შევხვდით უნივერსიტეტის რექტორს ალი ჰაბერალს და დავათვალიერეთ სასწავლებლის კამპუსი.

შიშველი ტერიტორიები ადამიანის ხელით დარგული ხეები აქ ტყედ გადაუქცევიათ. ეს კამპუსი იმდენად დიდია, რომ გვინდა თუ არ გვინდა, სიტყვა ტრანსპორტსაც ეხება და რექტორი ველოსიპედების გზებს გვიჩვენებს, რომელსაც ახლა აგებენ. მან ასევე გვაჩვენა ახლადაგებული ბიბლიოთეკის შენობა. ამ დიდებული ბიბლიოთეკის სამუშაო დარბაზებისა და წიგნების კოლექციის დანახვისას ჩვენმა დელეგაციამ გაოცება ვერ დამალა. 


ბაშქენთის უნივესრიტეტის რექტორი პროფესორი ალი ჰაბერალი უნივერსიტეტის ისტორიას მოგვითხრობს: „ბაშქენთის უნივერსიტეტი სამედიცინო სფეროში დაარსებული პირველი საფონდო უნივერსიტეტია. იგი 1993 წელში დაარსდა. დღეს ჩვენთან 11 ფაკულტეტი, 6 პროფესიული უმაღლესი სკოლა, 7 ინსტიტუტი და 1 სახელმწიფო კონსერვატორია ფუნქციონირებს. როგორც ხედავთ, ბაშქენთის უნივერსიტეტის კამპუსი ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ჯერ მინდა ამ კამპუსის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენ ვფლობთ სამ ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ კამპუსს. იგი საკმაოდ გამწვანებულია, აქ დარგულია 4 მილიონამდე ხე. ბაშქენთის უნივერსიტეტის კამპუსი ანკარიდან დაახლოებით 20 კილომეტრითაა დაშორებული. კამპუსამდე ტრანსპორტირება უფასოდ, სერვისების მეშვეობით ხდება. ამ კამპუსში განათლებას 9086 სტუდენტი იღებს. ამჟამად 10 ათასამდე პერსონალით ვაგრძელებთ საგანმანათლებლო საქმიანობას. ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი თავისებურება განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში ლიდერობა გახლავთ. არა მხოლოდ ანკარაში, არამედ თურქეთის 6 დიდ პროვინციაში 10 საავადმყოფო გვაქვს. განსაკუთრებით სამედიცინო, სტომატოლოგიურ, იურიდიულ და ჯანდაცვის მეცნიერებების ფაკულტეტებზე აღზრდილი სტუდენტები როგორც ჩვენს დაწესებულებებში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა საავადმყოფოებში აგრძელებენ მუშაობას“.

ჩვენი მომდევნო შეკითხვა ასეთია- საგანმანათლებლო სფეროში, განსაკუთრებით სამედიცინო განათლების სფეროში, ამბიციების მქონე ბაშქენთის უნივერსიტეტი რა სოციალურ შესაძლებლობებს სთავაზობს აქ მოსულ სტუდენტებს?


ჰაბერალი: - „ბაშქენთის უნივერსიტეტის კამპუსის შიგნით 500 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი გვაქვს. გვაქვს ერთ და ორ საწოლიანი ოთახები. საერთო საცხოვრებლის შიგნით ყველა სახის სოციალური შესაძლებლობები არსებობს. კაფეები, სამრეცხაოები, ბიბლიოთეკები, საპარიკმახეროები და კიდევ მრავალი სხვა. სტუდენტების მიერ შექმნილი 70-ზე მეტი სოციალური და სამეცნიერო კლუბი გვაქვს და ისინი აქტიურად განაგრძობენ მუშაობას. კამპუსში ასევეა სპორტული ბაზები, ტენისის კორტები, დახურული დარბაზები და სხვა“.

რექტორ ალი ჰაბერალს ვკითხეთ რა განასხვავებს ბაშქენთის უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტებისაგან რაზეც მან გვიპასუხა: „რატომ ბაშქენთი? ბაშქენთი ხარისხს ნიშნავს. დაარსებიდან იგი ყოველთვის ხარისხს ანიჭებდა მნიშვნელობას და დაარსებისას ხარისხის დამადასტურებელი ISO9000 სერთიფიკატის მიმღები პირველი საფონდო უნივერსიტეტია. ამასთანავე 2013 წელში ნიუ-იორკში ოქროს ხარისხის ჯილდო მივიღეთ. სამედიცინო აკრედიტაციის ორგანიზაციის UTEAC-ის აკრედიტაცია ჩვენმა სამედიცინო ფაკულტეტმა საფონდო უნივერსიტეტებს შორის პირველმა გაიარა. საინჟინრო ფაკულტეტებს კი მოპოვებული აქვთ MUDEC-ს შეფასების კომიტეტის სერთიფიკატი. ამის გამო ბაშქენთის უნივერსიტეტს საერთაშორისო არენაზე სტუდენტებისათვის განათლების მისაცემად საჭირო ხარისხი და ინფრასტრუქტურა გააჩნია“.


 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები