პარიზში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

პარიზში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

2125858
პარიზში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე მდებარე ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

გაზეთ Le Parisien-ის ცნობით, პარიზის მე-11 უბანში, ერთ-ერთ კორპუსის მე-7 სართულზე მდებარე ბინაში გაურკვეველი მიზეზით აფეთქება მოხდა.

ამავე ინფორმაციით, პირი, რომელიც აფეთქების შედეგად ბინაში გაჩენილი ხანძრისგან თავის დაღწევას ცდილობდა და პანიკის გამო გადახტა, გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ჩარევის შედეგად ხანძრის ლიკვიდაცია მოხდა. ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა კიდევ, 2 ცხედარი იპოვეს.



მსგავსი ინფორმაციები