ისრაელი აგრძელებს ლტოლვითა ბანაკების დაბომბვას

ისრაელი აგრძელებს ლტოლვითა ბანაკების დაბომბვას

2080416
ისრაელი აგრძელებს ლტოლვითა ბანაკების დაბომბვას

ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე ბოლო  მონაცემებით, მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავის მხრივ, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 20 ათას 424-მდე გაიზარდა.

მეორეს მხრივ, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული გაეროს თანამშრომლების რიცხვი 142-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.



მსგავსი ინფორმაციები